ბიოფსია უახლესი თაობის ულტრაბგერის აპარატით BK SPECTO

18 January

ბიოფსია ეს არის ცოცხალი ორგანიზმიდან ქსოვილოვანი მასალის აღება, რომელიც ემსახურება როგორც მორფოლოგიურ, ისე ციტოლოგიურ კვლევას. პროცედურის დროს ხდება დაავადებული ქსოვილიდან მასალის მიღება და შემდგომი ჰისტომორფოლოგიური კვლევა.

ბიოფსია კვლევის ერთ-ერთი ყველაზე უტყუარი მეთოდია, რადგან საშუალებას გვაძლევს მიკროსკოპულად დავაკვირდეთ უჯრედებს, დავსვათ სწორი დიაგნოზი, რაც მკურნალობის ეფექტურობას განაპირობებს.

ბიოფსიით კლინიკური დიაგნოზის დასმის გარდა, ზუსტდება პათოლოგიური პროცესის ხასიათი და გავრცელების საზღვრები. პინეო სამედიცინო ეკოსისტემაში ბიოფსიის პროცედურა ხორციელდება დამიზნებით, უახლესი თაობის ულტრაბგერის აპარატით – bk Specto. აპარატი იძლევა სხვადასხვა ორგანოებიდან (პროსტატა, თირკმელი, ძუძუ, ღვიძლი, ფარისებრი ჯირკვალი, რბილი ქსოვილები და სხვა) ბიოლოგიური მასალის მაღალი სიზუსტით აღების საშუალებას.

მაღალი ხარისხის გამოსახულება სპეციალისტს საშუალებას აძლევს მიიღოს უტყუარი სურათი სხვადასხვა პათოლოგიის შესახებ, რაც განაპირორბებს პროცედურის სანდოობას.

BKMEDICAL