„პინეო სამედიცინო ეკოსისტემაში“ ამბულატორიული დეპარტამენტი 2016 წლიდან ფუნქციონირებს და ყოველდღიურად ასობით პაციენტს უწევს კონსულტაციას და სამედიცინო დახმარებას.

ამბულატორიული დეპარტამენტი აერთიანებს მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექიმებს, სამედიცინო პერსონალს და უახლეს ტექნოლოგიებს. სამედიცინო მომსახურება ხორციელდება თანამედროვე სტანდარტების მიხედვით.

დეპარტამენტი მოიცავს შემდეგი სახის სერვისებს:

  • ოჯახის ექიმის კაბინეტი;
  • კარდიოლოგიური სერვისი;
  • ნევროლოგიური სერვისი;
  • ქირურგიული სერვისი;
  • გინეკოლოგია;
  • უროლოგია;
  • ლითოტრიპსია;
  • ენდოკრინოლოგია;
  • გასტრო-ენტეროლოგია;
  • ტრავმატოლოგია;
  • ორთოპედია;
  • პედიატრია;
  • ფსიქიატრია;
  • პროქტოლოგია;

დიაგნოსტიკური სერვისები:

  • ლაბორატორიული კვლევების სრული სპექტრი;
  • ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა;
  • რენტგენოდიაგნოსტიკა;
  • კომპიუტერული ტომოგრაფია;
  • ენდოსკოპიური კვლევები;
  • ბიოფსია;
  • გინეკოლოგიური დიაგნოსტიკის სრული სპექტრი;
  • გენეტიკური ლაბორატორია;

ამბულატორიულ დეპარტამენტი მოიცავს ქალთა კონსულტაციას, მოქმედებს ორსულთა ანტენატალური პროგრამა. რომლის ფარგლებში ხდება ორსულთა მონიტორინგი. აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს უსაფრთხო ორსულობის უზრუნველყოფას, ორსულთა ეფექტური პატრონაჟისა და მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაზრდის გზით, თანდაყოლილი და გენეტიკური დაავადებების ადრეულ გამოვლენას.

აქვე მოქმედებს გენეტიკურ ლაბორატორია, სადაც შესაძლებელია გენეტიკური კვლევების სრულად ჩატარება: გენეტიკური კონსულტირება, ტერატოგენული რისკების შეფასება, ნაყოფის თანდაყოლილი ანომალიების სკრინინგი და დიაგნოსტიკა.

რაც გულისხმობთ, ორსულობის პერიოდში ნაყოფის ულტრასონოგრაფიულ შეფასებას და ბიოქიმიურ სკრინინგს (ორსულობის მეორე ტრიმესტრში სამი ჰორმონის განსაზღვრა, რომელიც გამომუშავდება ორსულობისას და განისაზღვრება დედის სისხლში).

ანამნეზის გათვალისწინებით და ასევე იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე სკრინინგული კვლევით (ულტრასონოგრაფია, ბიოქიმიური სკრინინგი) გამოვლინდა მაღალი რისკი-ტარდება პრენატალური ციტოგენეტიკური დიაგნოსტიკა ამნიოცენტეზის (სანაყოფე სითხის) საშუალებით.

პროგრამის მოსარგებლენი არიან საქართველოს მოქალაქეები.

ამბულატორიული დეპარტამენტი მუშაობს კვირაში 7 დღე, 24-საათიანი რეჟიმით.