ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის სამსახური მოიცავს განყოფილებებს ნებისმიერი სირთულის მქონე (მათ შორის – კრიტიკული და მძიმე) პაციენტებისთვის: მაღალი რისკის ახალშობილთა, ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის და ახალშობილთა სპეციალური მოვლის.

სამსახური დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პერსონალით, მკურნალობის პროცესში არის ჩართული შესაბამისი პროფილის კონსულტანტები.

გათვალისწინებულია თითოეული პაციენტის სრულყოფილი თერაპია და მართვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
სამსახური აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, 24 სთ-იან რეჟიმში შესაძლებელია ჩატარდეს ყველა აუცილებელი გამოკვლევა.
პაციენტს ვთავაზობთ სრულ ნეონატალურ სერვისს, როგორც მძიმე, ისე გამოსაზრდელი ახალშობილების მართვისათვის, გათვალისწინებულია პაციენტის ბინაზე გაწერის შემდგომი მეთვალყურება.