პინეო სამედიცინო ეკოსისტემაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება გახლავთ – რადიოლოგიის დეპარტამენტი. სწორედ ამ განყოფილების გამართული მუშაობით ხდება დაავადების კომპლექსური დიაგნოსტიკა და შემდგომი მკურნალობა.
დეპარტამენტში კვლევები წარმოებს თანამედროვე, მაღალი ხარისხის ციფრული აპარატურით.
პინეო სამედიცინო ეკოსტისტემის რადიოლოგიის დეპარტამენტი მოიცავს კომპიუტერულ ტომოგრაფიას, რენტგენოლოგიურ და ექოსკოპიურ კვლევებს და გთავაზობთ სრულ სერვისს.
დეპარტამენტს გააჩნია ციფრული რენტგენი მაღალი ხარისხის გამოსახულებით (რომელიც გამოირჩევა მინიმალური ხარისხის დასხივებით და შეესაბამება მსოფლიო დონის თანამედროვე სტანდარტებს), კლინიკაში ტარდება კვლევები 3D და 4D ექოსკოპიის აპარატით. განყოფილება მომსახურებას უწევს ნებისმიერი სირთულის მქონე პაციენტებს 24 საათის განმავლობაში. გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალი კადრებით.