ჩვენ შესახებ

პინეო სამედიცინო ეკოსისტემა

პინეო სამედიცინო ეკოსისტემა, როგორც მრავალპროფილური სამედიცნო ცენტრი ფუნქციონირებს ყოფილი მეოთხე სამშობიარო სახლის ბაზაზე  და ემსახურება ნებისმიერი სამედიცინო საჭიროების მქონე პაციენტს.

2015 წელს, ყოფილი სამშობიარო სახლი შეიძინა გუნდმა, რომელიც შედგებოდა საქართველოს ჯანდაცვის სფეროსთვის კარგად ცნობილი პროფესიონალებისგან:  ზაზა სინაურიძე, სანდრო ცისკარიძე, ავთანდილ იმედაძე, ანდრო ძნელაძე, არმაზ თავაძე, იაგორ კალანდაძე. 

აღნიშნული გაერთიანება  გახლდათ უნიკალური საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის, რადგან პროფესიონალებს საშუალება მიეცათ განევითარებინათ თავიანთი მიმართულებები კლინიკაში.

დღეისთვის პინეო სამედიცინო ეკოსისტემა  წარმოადგენს მეოთხე დონის რეფერალურ კლინიკას, მე-3 დონის პერინატალურ ცენტრს. აერთიანებს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას, უახლეს  მაღალტექნოლოგიურ სერვისებს და გამოცდილ სპეციალისტებს.

მრავალპროფილურობა კლინიკას საშუალებას აძლევს პაციენტებს ერთ სივრცეში შესთავაზოს სხვადასხვა მიმართულების მომსახურება:

  • სამეანო დეპარტამენტი პაციენტებს სთავაზობს, როგორც ტრადიციულ სამეანო სერვისებს, ასევე ორსულობის დროს ნაყოფის გენეტიკური პათოლოგიების დიაგნოსტირებას და მართვას. მხოლოდ ჩვენთან კეთდება ამნიოცენტეზი, რაც გვაძლევს ორსულთა დროული მენეჯმენტის საშუალებას.

ჩვენმა გუნდმა მომხმარებელს ამიერკავკასიაში პირველმა წარუდგინა ინოვაციური კონცეფციის, სახლის ტიპის სამშობიარო – „პინეო ლაქშერი“. რომლის მთავარი მიზანი ორსულებისთვის კომფორტული და დაცული გარემოს შექმნაა.

  • კლინიკაში მოქმედებს  პროფესიონალების გუნდისგან დაკომპლექტებული ემერჯენს სერვისი, რეანიმაცია, ინტენსიური თერაპიის და ახალშობილთა რეანიმაციის განყოფილება (NICU).

გადაუდებელ მიმღებში ხდება პაციენტის ჯანმრთელობის შეფასება, მდგომარეობის დადგენა, მკურნალობის პროცესის ზუსტი დაგეგმვა და კოორდინირება. ინტენსიური თერაპიის განყოფილება ემსახურება როგორც კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ, ასევე ფართო სპექტრის დაავადებების მქონე პაციენტებს.

  •  პინეო სამედიცინო ეკოსისტემის ერთ-ერთი ძლიერი მიმართულება გახლავთ ნევროლოგიის დეპარტამენტი, რომლის ხელმძღვანელია ალექსანდრე ცისკარიძე. აქ, საქართველოში  პირველად დაინერგა მწავევე ინსულტის რეპერფუზული თერაპია – სისტემური თრომბოლიზისი და მექანიკური თრომბექტომია.

ჩვენს შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

Gorgasali №93

0322 24 44 55

info@pineo.ge

ჩვენი ექიმები