პინეო სამედიცინო ეკოსისტემის სამეანო განყოფილებას გააჩნია ტრადიციული გამოცდილება სამეანო საქმეში. აქ მუდამ იყო ცენტრი, სადაც თავს იყრიდნენ რეზუსუარყოფითიანი პაციენტები, რთული ორსულები.

დღეისთვის პინეო სამედიცინო ეკოსისტემა წარმოადგენს მოდერნიზებულ, მე-3 დონის პერინატალური ცენტრს, სადაც შესაძლებელია ყველა სირთულის ორსულობის და მშობიარობის მართვა.

დეპარტამენტი დაკომპლექტებულია გამოცდილი ექიმებით პროფესიონალი სამედიცინო პერსონალით.
სამშობიარო ბლოკი არის ინდივიდუალური და განკუთვნილია ერთი მშობიარისთვის. აღჭურვილია უმაღლესი დონის სამედიცინო აპარატურით, რაც გვაძლევს საშუალებას სწორად ვმართოთ მშობიარობის პროცესი და თავიდან ავირიდოთ ყველა შესაძლო გართულება.

დაწესებულება სრულიად მიმართულია ფიზიოლოგიური მშობიარობის უპირატესობაზე, გამოცდილი პერსონალი ორიენტირებულია პაციენტის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის სწორად წარმართვაზე.
მშობიარობის დროს უპირატესობას ვანიჭებთ მშობიარობის თავისუფალ პოზას, წყალში მშობიარობას, ჯაკუზის აბაზანებს, ბურთებს. ჩვენი მიზანია მაქსიმალურად კომოფრტულად, ნაკლები ტკივილით განვლოს ქალმა პროცესი, რასაც ჰქვია ფიზიოლოგიური მშობიარობა.

საჭიროების შემთხვევაში, პაციენტს ვთავაზობთ ეპიდურალურ გაუტკივარებას. საგულისხმოა, რომ ჩვენთან ხორციელდება „ სითბური ჯაჭვის“ მეთოდი, რაც გულისხმობს დაბადებისთანავე ახალშობილის დედის გულზე მოთავსებით ტემპერატურულ კონტროლს.
დაბადებიდან პირველი ორი საათი ხდება ახალშობილის და მშობლის კანით კანთან კონტაქტი, რისი საშუალებითაც ხდება დედის მხრიდან ბაქტერიების გადაცემა.

დეპარტამენტში არ გამოიყენება ისეთი მანიპულაციები, როგორიც არის შორისის ჩაჭრა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არ არის ნაყოფისთვის სასიცოცხლო აუცილებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჭიპლარის გადაჭრა ხდება პულსაციის დასრულების შემდგომ.
სამშობიროში დაცულია ოპტიმალური ძუძუთი კვების ყველა საფეხური.