სწორად დასმული დიაგნოზი სიცოცხლის შანსია

16 August

სწორად დასმული დიაგნოზი. სიცოცხლის შანსი. გუნდური მუშაობის კიდევ ერთი შედეგი. 47 წლის ახალგაზრდა ქალი უმძიმესი დიაგნოზით: საშვილოსნოს ყელის ავთვისებიანი სიმსივნე. კარცინომატოზი. ეს განაჩენია?

დღესდღეობით სიმსივნე აღარაა სასიკვდილო განაჩენი. დროულად დასმული დიაგნოზი, სწორი მიდგომა, მულტიდისციპლინარული გუნდის მუშაობა არის წარმატების საწინდარი. ახალგაზრდა ქალი ხვდება კლინიკაში სუნთქვის მწვავე უკმარისობით, რომელიც განვითარდა ფილტვების ანთებისა და არითმიის ფონზე. მას თან ახლდა გულის უკმარისობა, დაბალი განდევნის ფრაქცია, საშარდე გზების ინფექცია, გართულებული სეფსისით, გაუარესებული თირკმლის ფუნქცია.

როგორ მუშაობს ჩვენი გუნდი?

იკრიბება ექიმების გუნდი, ხდება შემთხვევაზე მსჯელობა, შემდგომი მკურნალობის სტრატეგიის შემუშავება, რასაც ესწრება ოჯახის წევრი. პაციენტის სწორი მართვისთვის /ა მიდგომა, მკურნალობის პროცესში, როგორც ექიმის, ასევე ოჯახის წევრების ჩართულობა, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი მიზანია – პაციენტის გადარჩენა. ამისათვის კი საჭიროა ორგანოთა ფუნქციების აღდგენა, რათა პაციენტს მიეცეს შანსი ჩაიტაროს ქიმიოთერაპიული მკურნალობა. ამიტომ ინფექციის მორჩენა, თირკმლის ფუნქციისა და გულის ფუნქციის გაუმჯობესება იდგა დღის წესრიგში. ამ მანკიერი წრის გარღვევა რთული იყო და მოითხოვდა პროფესიონალიზმს და გუნდურ მუშაობას. პაციენტს ჩაუტარდა მუცლის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც ინახა, როგორ იწვევს სიმსივნური წარმონაქმნი ორივე შარდსაწვეთის კომპრესიას. ჩაიდგა ორმხრივი ნეფროსტომა, ეტაპობრივად გაუმჯობესდა თირკმლის ფუნქცია, უკან დაიხია ინფექციამ, რამაც გულის უკმარისობის მკურნალობისთვის შესაბამისი მედიკამენტების გამოყენების საშუალება მოგვცა. ეტაპობრივად აღდგა გულის სისტოლური ფუნქცია, რამაც პაციენტს მისცა ქიმიოთერაპიის დაწყების შანსი.

საშვილოსნოს ტანის (ისევე როგორც სხვა) შორსწასული სიმსივნური პროცესის მართვაში, უდიდესი მნიშვნელობა აქვს დაავადების სტაბილიზაციისა და რეგრესის მიღწევას, სიმპტომების გაუმჯობესებას.

სიმსივნის საწინააღმდეგო მკურნალობის ჩატარების შესაძლებლობას უნდა გვაძლევდეს ორგანოთა დამაკმაყოფილებელი ფუნქციები, რის მიღწევასა და შენარჩუნებაშიც უდიდესი როლი ენიჭება გუნდურ მუშაობასა და სხვადასხვა პროფილის ექიმების შეთანხმებულ მოქმედებას.

პაციენტთან სიმსივნის საწინააღმდეგო სისტემური ქიმიოთერაპიის დაწყების საშუალება სწორედ შეთანხმებული ეფექტური ქმედებების შედეგია. ჩვენი უპირველესი მიზანია ვუმკურნალოთ პაციენტს და არა მხოლოდ დაავადებას, რათა მიღწეულ იქნას დაავადების რეგრესი სიცოცხლის კარგი ხარისხის შენარჩუნების ფონზე.

მადლობა გუნდის ყველა წევრს – ექიმებსა და უმცროსს მედ. პერსონალს. საქმისადმი პროფესიული მიდგომა, თავდაუზოგავი შრომა არის ამ ყველაფრის საწინდარი.

გადაუდებელი მედიცინის ექიმი – ნიკოლოზ მაისაშვილი

რეანიმატოლოგი – გიორგი დვალიშვილი

კარდიოლოგი – ნინო ჭაღიაშვილი, ლინდა მუსტაფაევა

თერაპევტილაკო პავლიაშვილი, ნათია მახარაშვილი

კლინიკური ონკოლოგი – მარიტა გუგუნავა

უროლოგი – ლევან დონაძე, გიორგი თოდუა

ინფექციონისტი – თამარ ჩაფრავა

რადიოლოგი – მანუჩარ ღავთაძე

ნეფროლოგი – თამარ თევდორაძე

ზოგადი ქირურგი – დავით ლოლაძე