რეპროდუქციული ჯანმრთელობის სრული მონიტორინგი პინეოში

1 June

რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები დღეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია ახალგაზრდა წყვილებში. უნაყოფობის მიზეზი შესაძლოა მრავალმხრივი იყოს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორი კონსულტირება, დიაგნოსტირება, მკურნალობა და მართვა.

პინეო სამედიცინო ეკოსისტემაში, გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგ  სოფო კვალიაშვილთან შესაძლებელია ისეთი პათოლოგიების დიაგნოსტირება და მკურნალობა, როგორიცაა: უნაყოფობის სხვადასხვა ფორმები – ენდოკრინოლოგიური, ანოვულაციით გამოწვეული, ტუბოპერიტონეალური, იმუნოლოგიური. მამაკაცის უნაყოფობის შემთხვევაში, პარტნიორის სიტუაციური მართვა. ასევე, ორსულობის განმეორებითი შეწყვეტის მართვა.

ასევე შესაძლებელია ისეთი  პათოლოგიების დიაგნოსტიკა და  მკუნალობა როგორიცაა შარდ-სასქესო ორგანოებისა და მენჯის ღრუს ორგანოთა ანთებითი დაავადებები, მენსტრუაციული ციკლის ყველა სახის დარღვევა, ენდომეტრიოზი, საკვერცხის პოლიკისტოზის სინდრომი, პათოლოგიური თმიანობა, ჰორმონალური გამონაყარი, კანის პიგმენტური ცვლილებები, სიმსუქნე და სხვა.

პინეოში უახლესი და თანამედროვე აპარატურით ტარდება შემდეგი სადიაგნოსტიკო და სკრინინგული კვლევები: კოლპოსკოპია, საშვილოსნოს ყელის, საშოსა და ვულვის დამიზნებითი ბიოფსია, საშვილოსნოს ღრუს ენდომეტრიუმის ასპირაციული ბიოფსია, ჰისტეროსკოპია.

ჩვენს კლინიკაში შესაძლებელია შემდეგი სამკურნალო მანიპულაციების ჩატარება: ელექტროკოაგულაცია, კრიოდესტრუქცია, საშვილოსნოს ყელის ექსციზიური მკურნალობა. აგრეთვე პოლიპებისა და გენიტალური მეჭეჭების მოცილება. აღსანიშნავია, რომ ეს პროცედურები ტარდება ამბულატორიულ პირობებში, ადგილობრივი გაუტკივარებით, არ საჭიროებს ზოგად ანესთეზიას, შესაბამისად პაციენტისთვის სრულიად უმტკივნეულოა.

მედიცინის დოქტორი, გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი სოფო კვალიაშვილი