ვებრძვით ინსულტს პანდემიის მიუხედავად
ინსულტი – არ დარჩე სახლში, დროულად მოდი საავადმყოფოში
ინსულტი – გაქვს შანსი გადარჩე და აიცილო ინვალიდობა
პინეო სამედიცინო ეკოსისტემის ნევროლოგიური სამსახურის ხელმძღვანელის , საქართველოს ინსულტის ასოციაციის პრეზიდენტის, პროფესორ ალექსანდრე ცისკარიძის და ინტერვენციული ნეიროქირურგის – პროფესორ მირზა ხინიკაძის მეშვეობით, ბოლო კვირის განმავლობაში ჩატარდა ოთხი წარმატებული თრომბექტომია. ოთხივე პაციენტი თავს კარგად გრძნობს და უკვე გაეწერნენ კლინიკიდან.
პაციენტი 1. 69 წლის ქალი, 12 საათი ინსულტის განვითარებიდან. LVO – შიგნითა საძილე არტერიის თრომბოზი. კლინიკურ/რადიოლოგიური არათანხვედრა (NIHSS/ASPECTS mismatch) -19/8, NCCT/mССT; კოლატერალური ცირკულაციის საშუალო ხარისხი (mCTA collateral score 3). თრომბექტომია SR ტექნიკით (pRESET). რეკანალიზაცია TICI2b – კარგი რეპერფუზია, კლინიკური სურათის გაუმჯობესება – NIHSS – 10.

პაციენტი 2. 58 წლის ქალი, ინსულტის განვითარებიდან 40 წუთში. LVO –მარჯვენა შიგნითა საძილე არტერიის დისტალური სეგმენტის სტემოზი/ოკლუზია; NIHSS-17, ASPECTS-8. მძიმე ხარისხის ანემია, კარდიოქირურგიული პოსტოპერაციული პერიოდი (20 დღე აორტო-კორონული შუნტირებიდან) – თრომბოლიზისის უკუჩვენება. კოლატერალური ცირკულაციის კარგი ხარისხი (mCTA collateral score 4). თრომბექტომია ADAPT ტექნიკით (Sophia Plus). ნეიროინტერვენციის პერიოდში მიმდინარეობდა ანემიის კორექცია ჰემოტრანსფუზიით და კარდიონინტენსიური თერაპიული მხარდაჭერით. რეკანალიზაცია TICI3 – სრული რეპერფუზია, დრამატული კლინიკური გაუმჯობესება – NIHSS – 0.

პაციენტი 3. 78 წლის მამაკაცი, ინსულტის განვითარებიდან 1 საათში. LVO – მარცხენა შუა არტერიის M1 სეგმენტის ოკლუზია; NIHSS-6 ( ელოქვენტური ზონა – მეტყველების ცენტრი); ASPECTS-7; კოლატერალური ცირკულაციის საშუალო ხარისხი (mCTA collateral score 3). კომბინირებული თერაპია – თრომბოლიზისი ალტეპლაზით /თრომბექტომია ADAPT ტექნიკით (Sophia Plus); რეკანალიზაცია TICI2b – კარგი რეპერფუზია, სრული ფუნქციური აღდგენა – NIHSS – 1.

პაციენტი 4. 83 წლის ქალი, ინსულტის განვითარებიდან 1.5 საათი. MeVO – მარცხენა შუა არტერიის M2 სეგმენტის ოკლუზია; NIHSS-12 + ელოქვენტური ზონა – მეტყველების ცენტრი; ASPECTS-10; გადატანილი ორი ინსულტის შემდგომი mRS-1; მეორე ინსულტის განვითარების თარიღი უცნობია – უკუჩვენება თრომბოლიზისთვის; კოლატერალური ცირკულაციის საშუალო ხარისხი (mCTA collateral score 3). თრომბექტომია SR ტექნიკით (pRESET Lite); რეკანალიზაცია TICI3 – სრული რეპერფუზია, კლინიკური სურათის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება NIHSS -1.
