შპს „პინეო სამედიცინო ეკოსისტემა“ აცხადებს ვაკანსიას ლაბორატორიული მედიცინის ექიმის პოზიციაზე
სამუშაო გრაფიკი: 16 სთ მორიგეობა(შაბათ კვირას 24 სთ მორიგეობა) ყოველ მე-4 დღეს
ძირითადი მოვალეობები:
- ჩაატაროს ლაბორატორიული გამოკვლევები მასზე დაკისრებული მოვალეობების შესაბამისად
- აწარმოოს საჭირო დოკუმენტაცია (პაციენტების რეგისტრაცია, ჩანაწერები ლაბორატორიულ ჟურნალში და სხვა)
- მოამზადოს კვლევისათვის საჭირო საკონტროლო, საკალიბრო ხსნარები და დიაგნოსტიკური ტესტ-სისტემები
- მოამზადოს მის მიერ შესრულებული ყოველთვიური სამუშაოს ანგარიში (სტატისტიკური მონაცემები, დროის პერიოდში დახარჯული მასალების რაოდენობა, საწყობის აღწერა, საჭირო
- მასალების დროული შეკვეთა და ა.შ)
- მოუფრთხილდეს ლაბორატორიაში განთავსებულ სამედიცინო აპარატურას და მათთვის საჭირო სახარჯ მასალებს
- ეკისრება პასუხისმგებლობა მის მიერ შესრულებული ანალიზის სისწორეზე, რასაც ადასტურებს ანალიზის შედეგის ბლანკზე ხელმოწერით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უცილებელია მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება
დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] .
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიცია/განყოფილება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
შპს „პინეო სამედიცინო ეკოსისტემა“ მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 17 ნოემბერი,
CV-ს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია “შპს პინეოს სამედიცინო ეკოსისტემამ” დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები CV-ს გამოგზავნიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი ვაკანსიები განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და მიმდინარე ვაკანსიის დახურვის შემთხვევაში დაგიკავშირდეთ მოგვიანებით, მას შემდეგ რაც მოხდება ვაკანსიის განახლება.