აქტიური

დღის ექთნი თერაპიულ განყოფილებაში

დეტალები:

შპს „პინეო სამედიცინო ეკოსისტემა“ აცხადებს ვაკანსიას დღის ექთნის პოზიციაზე თერაპიულ განყოფილებაში

  1. სამუშაო გრაფიკი: 8 სთ კვირაში 5 სამ.დღე

ძირითადი მოვალეობები:

  • კვალიფიციური საექთნო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი გაიდლაინების გათვალისწინებით;
  • საავადმყოფოს მიერ შემუშავებული პროცედურების (ფორმალური და არაფორმალური წესები) და პროტოკოლების (პაციენტის მდგომარეობაზე დაკვირვება, ჩანაწერები და სხვა) შესრულება, მისი კომპეტენციის ფარგლებში;
  • საექთნო დოკუმენტწარმოება;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება

 

სავალდებულოა კანდიდატმა წარმოადგინოს ჩამოთვლილთაგან ერთერთი დოკუმენტი:

  • პროფესიული კოლეჯის პრაქტიკოსი ექთნის სწავლების დიპლომი/მედდის კვალიფიკაციის დიპლომი/ უნივერსიტეტიდან ცნობა  (მინიმუმ VII სემესტრი)

დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ CV   შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  [email protected] .

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიცია/განყოფილება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 17 ნოემბერი.

 

შპს „პინეო სამედიცინო ეკოსისტემა“ მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

 

CV-ს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია “შპს პინეოს სამედიცინო ეკოსისტემამ” დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები CV-ს გამოგზავნიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი ვაკანსიები განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და მიმდინარე ვაკანსიის დახურვის შემთხვევაში დაგიკავშირდეთ მოგვიანებით, მას შემდეგ რაც მოხდება ვაკანსიის განახლება.