📅 6 ივლისს, პინეო სამედიცინო ეკოსისტემის კარდიოლოგიურმა გუნდმა მონაწილეობა მიიღო ფართომასშტაბიან სამედიცინო ღონისძიებაში, რომელიც მიზნად ისახავდა მაღალი არტერიული წნევის პრევენციას, დროულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობის საჭიროების იდენტიფიცირებას.
პროექტი ტარდებოდა მაღალი წნევის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში და ორგანიზებული იყო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით. პაციენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა უფასოდ მიეღოთ კარდიოლოგიური კონსულტაცია, გაევლოთ არტერიული წნევის შემოწმება და მიეღოთ რეკომენდაციები სპეციალისტებისგან.
ღონისძიება გაიმართა თბილისში, ა. წერეთლის გამზირზე, „ექსპო ჯორჯიას“ მე-4 და მე-5 პავილიონებში. ადგილზე მობილიზებული იყო სხვადასხვა კლინიკებისა და პროფესიული ორგანიზაციების წარმომადგენელი სამედიცინო პერსონალი.
პინეოს კარდიოლოგიურმა გუნდმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი აქტიური პოზიცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მხარდაჭერისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციის კუთხით.