სლოგანი: ხელები, რომლებიც სიცოცხლეს ეხებიან
ბებიაქალის პროფესიული დღის აღსანიშნავად, პინეოს ადმინისტრაციამ პატივისცემა გამოხატა კლინიკის განსაკუთრებულ ადამიანების – ბებიაქალების მიმართ, ვინც სიცოცხლის დასაწყისს ნათელ და უსაფრთხო გარემოში ახვედრებს.
დღის ფარგლებში განხორციელდა ფოტო/ვიდეო პროექტი „ბებიაქალი შენს გვერდით“, რომელიც ბებიაქალების პროფესიისადმი მიძღვნილი მოკლე ვიდეო რგოლების სერიას მოიცავდა. თითოეულ ვიდეოში მათ გაგვიზიარეს:
- რას ნიშნავს ბებიაქლობა მათთვის;
- ყველაზე ემოციური მომენტები თავიანთ კარიერაში;
- პროფესიის არჩევის ისტორია;
- ცხოვრებისეული ამბები და მოტივაცია;
- როგორია მათი ყოველდღიურობა სამსახურს მიღმა.
ვიდეოს მიზანია ბებიაქლის პროფესიის ადამიანური და ემოციური მხარის წარმოჩენა და მათი დაუღალავი შრომის დაფასება.
სპეციალურად ამ დღისათვის მოეწყო შეხვედრა ბებიაქალებთან, რომელშიც მათ პირადად გაგვიზიარეს თავიანთი პროფესიის სირთულეები, წლებთან ერთად დაგროვებული გამოცდილება და ემოციები, რაც თითოეული მშობიარობის მიღებას თან ახლავს.
დღის კულმინაცია იყო საპატიო ტიტულის — „წლის ბებიაქალი“ — დაჯილდოება. ყველა ბებიაქალს გადაეცა სიმბოლური საჩუქრები და ბრენდირებული აქსესუარები მადლიერების ნიშნად.