14 ივნისი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება როგორც სისხლის უანგარო დონაციის საერთაშორისო დღე — მნიშვნელოვანი თარიღი, რომელიც ხაზს უსვამს დონორობის მნიშვნელობას ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად.
ამ განსაკუთრებული დღის აღსანიშნავად, 13 ივნისს პინეოს სამედიცინო ეკოსისტემის კლინიკის თანამშრომლებმა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და მონაწილეობა მიიღეს სისხლის უანგარო დონაციის აქციაში. ღონისძიების ფარგლებში, საერთო ჯამში, 18-მა თანამშრომელმა გაიღო სისხლი უანგაროდ. თითოეული მონაწილე დონორმა ჩააბარა 400-450 მლ სისხლი, რაც შესაძლოა მრავალი პაციენტის სიცოცხლის გადარჩენას დაეხმაროს.
სისხლის აღების პროცესს ხელმძღვანელობდა ტრანსფუზიოლოგიის ხელმძღვანელი ეკატერინე ხარებავა და უზრუნველყფდა პროცესის უსაფრთხოებას და ხარისხის. აქციის ორგანიზატორი გახლდათ პინეოს მარკეტინგის სამსახური.
ღონისძიების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა აქტიურად გავრცელდა სოციალურ ქსელებში, რითაც კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი სისხლის უანგარო დონაციის მნიშვნელობას და პინეოს თანამშრომელთა მაგალითის პოპულარიზაციას შეუწყვეს ხელი.
დონორობა – სიცოცხლის ჩუქება, რომელიც ყველას შეგვიძლია.