1 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ჩვენს კლინიკაში ჩატარდა საგანმანათლებლო ტრენინგი ორსულებისა და ახალშობილთა მშობლებისთვის თემაზე – „ახალშობილის პირველი თვე“.
ტრენინგს უძღვებოდა ჩვენი კლინიკის ექიმი ნეონატოლოგი და ახალშობილთა მოვლის განყოფილების ხელმძღვანელი, მაკა ჭიღლაძე, რომელმაც დამსწრეებს გაუზიარა უახლესი გაიდლაინები და პრაქტიკული რჩევები ახალშობილის ჯანმრთელობისა და სათანადო მოვლის შესახებ.
სემინარის დასასრულს სტუმრებს ელოდათ სასიამოვნო სიურპრიზი – სასაჩუქრე პაკეტები და პროდუქცია ჩვენი პარტნიორი ბრენდებისგან.
განსაკუთრებული მადლობა ჩვენს პარტნიორებს მხარდაჭერისა და ჩართულობისთვის:
Suavinex • სუავინექსი, Topicrem, Humana • ჰუმანა, Mustela Georgia • მუსტელა, Medpol • მედპოლი – ბავშვთა მოვლის წამყვანი ბრენდები, რომლებიც მუდმივად გვერდში გვიდგანან.