განახლებული Pineo NICU

15 September

გვესაუბრება ბავშვთა რეანიმატოლოგი, ახალშობილთა რეანიმაციის განყოფილების ხელმძღვანელი – გივი მახარაძე

პინეო სამედიცინო ეკოსისტემის ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის სამსახური მოიცავს განყოფილებებს ნებისმიერი სირთულის მქონე (მათ შორის – კრიტიკული და მძიმე) პაციენტებისთვის: მაღალი რისკის ახალშობილთა, ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის და ახალშობილთა სპეციალური მოვლის. გათვალისწინებულია თითოეული პაციენტის სრულყოფილი თერაპია და მართვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
სამსახური აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, 24 საათიან  რეჟიმში შესაძლებელია ჩატარდეს ყველა აუცილებელი გამოკვლევა.

ვინ არიან NICU- პაციენტები?

განყოფილების პაციენტები არიან ახალშობილები, რაც გულისხმობს 0 28 დღემდე ასაკს. ეს ეხება როგორც ჩვენ სამშობიაროში დაბადებულ ახალშობილებს, ისე რეფერირებულს სხვა კლინიკებიდან და თვითდინებით შემოსულ ახალშობილებს. ვემსახურებით აღნიშნულ ასაკში აღძრულ ნებისმიერ პათოლოგიას, გარდა ახალშობილთა ქირურგიისა. შემოსული პაციენტის მართვა ხდება გამოჯანმრთელებამდე, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს ის შეიძლება უკვე ცდებოდეს 28 დღეს.

 რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელსაც ყოველდღიურად დებით განყოფილებაში?

 ამ ეტაპისათვის ყველაზე დიდი გამოწვევაა საერთაშორისო აკრედიტაციის ღირსეული გავლა, რაც პაციენტის მართვის პროცესის საერთაშორისო სტანდარტის ყოველმხრივ და სრულად გაწერას და პრაქტიკაში დანერგვას მოითხოვს.

როგორია თქვენი მიდგომა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ახალშობილების მართვასთან დაკავშირებით?

 კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ახალშობილის მართვა მოითხოვს როგორც ადამიანური, ისე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ტოტალურ მობილიზაციას, დაავადების მართვის გაიდლაინების ზედმიწევნით სწორად და დროულად შესრულებას, სწორ კლინიკურ ხედვას და კრეატიულ აზროვნებას. ·

რა მნიშვნელოვანი ინოვაციები ან ცვლილებები განხორციელდა თქვენს დეპარტამენტში ბოლო პერიოდში? ბოლო პერიოდში განახლდა განყოფილების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ჩატარდა განყოფილების კაპიტალური რემონტი, პაციენტის მართვის სივრცეები მოყვანილი იქნა შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან, გაიწერა და პრაქტიკაში დაინერგა სტანდარტული პროცედურების მართვის გაიდლაინები.

რა როლს ასრულებენ მშობლები და ოჯახები თქვენი დეპარტამენტის მუშაობაში?

პაციენტის მშობლები და მათი ოჯახები მათი კომპეტენციის ფარგლებში სრულად არიან ჩართული მათი შვილის მართვის პროცესში, მათ სრულად მიეწოდება ინფორმაცია ახალშობილის ჯანმრთელობის მიმდინარე მდგომარეობისა და შესაძლო გართულებების შესახებ.

 როგორ ეხმარებით მშობლებს, რომლებიც გადიან რთულ ემოციურ მდგომარეობას, როდესაც მათი ბავშვი NICU-ში იმყოფება?

სამშობიარო სახლი ეს არ არის ჩვეულებრივი კლინიკა. აქ მშობიარე და მათი ოჯახის წევრები ელოდებიან ოჯახის ახალ წევრს, მათთვის წარმოუდგენელია ბავშვის ავადობა, მით უმეტეს თუ ორსულობა გართულების გარეშე მიმდინარეობდა. შესაბამისად მშობლებისადმი ვიჩენთ მაქსიმალურად ემპათიურ დამოკიდებულებას, რომ მათ შედარებით ნაკლებად მტკივნეულად გადალახონ მიღებული სტრესი.