ორი გადარჩენილი სიცოცხლე არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რამდენად გუნდურად და პროფესიონალურად მუშაობს კლინიკის მედპერსონალი.
6 წლიანი უშვილობისა და In vitro განაყოფიერების შემდეგ, პატარას დაბადებამდე სულ რაღაც ერთი კვირა იყო დარჩენილი, როდესაც პაციენტს უეცრად დაეწყო გულის აჩქარება, გულის ფრიალი და ძლიერი სისუსტე.
კლინიკაში შემოსვლისას გადაღებულ ეკგ-ზე ფიქსირდება წინაგულების ფიბრილაცია ტაქისისტოლია. პერიოდულად ვიწრო QRS არარეგულარული ტაქიკარდიის ფოზნე ფიქსირდებოდა ფართო QRS კომპლექსები, მაღალის სიხშირის გამო. ჰემოდინამიკური პარამეტრები იყო არასტაბილური, ნაყოფს შეექმნა არაკეთილსაიმედო მდგომარეობა.
ჩატარდა ელექტრული კარდიოვერსია, რის შემდეგაც აღდგა სინუსური რითმი. ეკგ-ზე დაფიქსირდა WPW სინდრომისთვის დამახასიათებელი ელექტროკარდიოგრაფიული ცვლილებები, რის გამოც დაიგეგმა გადაუდებელი საკეისრო კვეთა.
პინეოს პროფესიონალმა გუნდმა გადაარჩინა დედის და პატარას სიცოცხლე. მკურნალობაში ჩართული იყო სხვადასხვა დარგის სპეციალისტი: გადაუდებელი განყოფილების ექიმი, რეანიმატოლოგი, კარდიოლოგი, მეან-გინეკოლოგი. თერაპევტი, რითმოლოგი, ინფექციონისტი, ასევე უმცროსი მედპერსონალი (ექთნები, სანიტრები).
სწორედ გუნდური მუშაობის შედეგია ორი გადარჩენილი სიცოცხლე და პინეოს ექიმების მორიგი გამარჯვება!
რა არის WPW სინდრომი ?
ეს არის დაავადება, რომელიც ხასიათდება გულის ელექტრული იმპულსების არანორმალური გამტარობით და გამოწვეულია ერთი ან მეტი დამატებითი გზის არსებობით. ამან შესაძლოა გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში ტაქიკარდიის ეპიზოდები. დაავადება უფრო ხშირად ვლინდება ახალგაზრდა ასაკში, უპირატესად მამაკაცებში. მკურნალობის ერთადერთი გზა კი აბლაციაა. დროულად და სწორედ დასმული დიაგნოზი არის მნიშვნელოვანი რათა თავიდან ავიცილოთ გართულებები.
გადაუდებელი განყოფილების ექიმი – მაკა არჩვაძე
უმცროსი ექიმი – გიგა ტურაშვილი
კარდიოლოგი – ნინო ჭაღიაშვილი, თინათინ გასვიანი
რითმოლოგი – მინდია ბუცხრიკიძე
რეანიმატოლოგი – კობა ხაბურძანია
ნეონატოლოგი – ნინო მარშანია
მეან- გინეკოლოგი – თამარ მაჩიტაძე
ინფექციონისტი – თამარ ჩაფრავა
თერაპევტი – ლამარა(ლაკო) პავლიაშვილი