საინტერესო თემაზე გვესაუბრება პინეოს ექიმი, ენდოკრინოლოგი მაკა გურგენიძე.
“ფარისებრი ჯირკვალი არის ენდოკრინული ჯირკვალი, რომელშიც მასალად შედის ელემენტი იოდი და სპეციფიური ფერმენტების დახმარებით ენდოკრუნული ჯირკვალი გამოიმუავებს იოდშემცველ ჰორმონებს.
ნივთიერებათა ცვლის მთავარი გამგებლის ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოშლის დროს თავს იჩენს სიმსუქნე და შეშუპება. იოდდეფიციტზე ნიშანს იძლევა კანის სიმშრალე, ცვლისებრი ელფერის შეძენა. იწვევს ნაწლავების ფუნქციის მოშლას, ვითარდება შეკრულობა. მკვეთრი იოდდეფიციტი აისახება გულსისხლძარღვთა სისტემაზე, ამ დროს ქვეითდება არტერიული წნევა, ვითარდება არითმია, ზოგჯერ ირღვევა მენსტრუალური ციკლი. შესაძლოა, გამოიწვიოს უშვილობა და გახდეს იმპოტენციის მიზეზიც. ის უარყოფითად აისახება ტვინის ფუნქციონირებაზე, ქვეითდება ინტელექტი, კონცენტრაციის უნარი და მეხსიერება.
იოდდეფიციტის დროს ადამიანი უჩივის სისუსტეს, სწრაფად დაღლას, მოდუნებულობას,ზოგჯერ დეპრესიას. ამ დროს ხშირია ვეგეტატიური კრიზები.
იოდს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ორსულებსა და მეძუძრ ქალებში. დედა სრულად უნდა იყოს უზრულველყოფული ამ ელემენტით, რადგან ნაყოფი 14 კვირიდან იწყებს ფარისებრი ჯირკვალის ჰორმონების წარმოებას. მეძუძრ ქალებში ძუძუ კვების პერიოდშიც ხდება იოდის მიწოდება ახალშობილისთვის. მნიშვნელოვანია ბავშვმა ნორმალურად მიიღოს მასალა იოდი და აწარმოოოს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები.
ზოგადად, მუცლადყოფნის პერიოდში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები პრაქტიკულად ყველა ორგანოსა და სისტემის ჩამოყალიბებასა თუ მომწიფებას აკონტროლებენ. ისინი გავლენას ახდენენ ფილტვის ქსოვილის, თავის ტვინის, ძვალსახსროვანი სისტემის განვითარებაზე, თავის ტვინის ფორმირებასა და ცენტრალური ნერვული სისტემის ჩამოყალიბებაზე. ჩონჩხისა და ხრტილოვანი ქსოვილის ზრდა პირდაპირ უკავშირდება ბავშვის ორგანიზმის იოდით მომარაგებას.
იოდის დეფიციტმა შესაძლოა გამოიწვიოს სპონტანური აბორტი ან ნაყოფის განვითარების შეფერხება. თუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებას ადეკვატურად არ ვუმკურნალეთ, მოსალოდნელია ანემია, პლაცენტის უკმარისობა, ჰიპერტენზია, გესტოზი, ეკლამფსია და ახალშობილთა გართულებები.
ორსულებისა და მეძუძური დედების გარდა, იოდზე განსაკუთრებული მოთხოვნილება აქვთ ბავშვებსაც. იოდის დეფიციტმა შესაძლებელია გამოიწვიოს ბავშვებში ზრდის შეფერხება, გონებრივი განვითარების ჩამორჩენა და ინტელექტის კოეფიციენტის დაბალი მაჩვენებელი. მას ხუმრობით ინტელექტის ელემენტსაც ეძახიან.
ქალს რომელიც აპირებს ორსულობას წინასწარ ესაჭიროება ენდოკრინოლოგის კონსულტაცია. მან უნდა ჩაიტაროს კვლევები ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებზე და ამასთანავე ულტრასონოგრაფიული კვლევა. ქალი უნდა შეხვდეს ორსულობას ნორმალური ჰორმონალური ფონით, ვინაიდან პირველი 10 კვირის განმავლობაში, როდესაც ნაყოფი ყალიბდება, ის დამოკიდებული არის დედის ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებზე.
რაც შეეხება კვებას, ზოგადად ორსულის კვება უნდა იყოს დაბალანსებული, თუმცა ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების პრევენციისა და მკურნალობისთვის განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს იოდის შემცველ პროდუქტებზე, რადგან ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის სინთეზისათვის აუცილებელი კომპონენტი იოდია. მისი წყარო არის იოდიზირებული მარილი, ზღვის პროდუქტები, თევზი, ხამანწკები, კვერცხი, საქონლისა და ფრინველის ხორცი, რძის პროდუქტები.“