პინეო სამედიცინო ეკოსისტემამ კანადის საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოსთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა.
ხელშეკრულების ფარგლებში, საერთაშორისო ექსპერტები შეაფასებენ სამედიცინო მომსახურების ხარისხის, დაადგენენ კლინიკაში არსებული პროცესებისა და ინფრასტრუქტურის შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან.
მთავრობის გადაწყვეტილებით, კლინიკები საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის მზადებას იწყებენ. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება მსოფლიოში მოქმედი სტანდარტები დააკმაყოფილოს და საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოს აღიარება მოიპოვოს.