რა გავლენას ახდენს გულსისხლძარღვთა სისტემაზე ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება ? რა უნდა იცოდეს პაციენტმა? როგორ უნდა დაიცვას თავი?

29 September

გვესაუბრება პინეო სამედიცინო ეკოსისტემის კარდიოლოგიური განყოფილების სტაციონარის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი – ნინო ჭაღიაშვილი.

Covid 19  2019 წლის ბოლოს  გამოვლინდა და კაცობრიობის  დიდ გამოწვევად იქცა. დღესითვის კი  Covid 19  არის ავადობის და სიკვდილობის მოწინავე მიზეზი.

აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი ინფექცია,  ვირუსული იქნება ეს თუ ბაქტერიული, გულის ქრონიკულ დაავადებების გამწვავების მიზეზი შესაძლოა გახდეს. ამიტომაა, რომ მაღალი რისკ ჯგუფის პაციენტებს ვურჩევთ,  გაიკეთონ გრიპის სეზონური აცრა, პნევმოკოკის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რათა თავიდან ავიცილოთ ,  მინიმუმამდე შევამციროთ ინფექციით გამოწვეული გულსისხლძარღვთა დაავადებების გამწვავება. Covid 19 არაა გამონაკლისი.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა? როგორ უნდა დაიცვას თავი?

პირველ რიგში , მნიშვნელოვანია პრევენცია.  ყველას უნდა ახსოვდეს ძირითადი პრინციპები : პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა.

რას ფიქრობთ, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პირთა ვაქცინაციაზე?

ამ ეტაპზე , როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილება გვიჩვენებს, ვაქცინაცია არის ერთერთი მნიშვნელოვანი რგოლი Covid 19 ბრძოლაში. ამიტომ, ჩემი რჩევაა, ყველა მაღალ რისკის  ჯგუფის პაციენტმა , ვისაც აქვს დიაგნოსტირებული  შაქრიანი დიაბეტი , არტერიული ჰიპერტენზია, გულის ქრონიკული უკმარისობის, აქვს ჭარბი წონა , ჩაიტარონ ვაქცინაცია.

შესაძლებელია თუ არა, რომ COVID – 19-მა გამოიწვიოს გულ-სისხლძარღვთა დაავადბები ჯანმრთელ პაციენტებში?

დიახ, ასევე შეიძლება ჯანმრთელ ადამიანშიც გამოიწვიოს  გულსისხლძარღთა სხვადსხვა გართულება, როგორიცაა გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტი, მიოკარდიტი , პერიკარდიტი, ფილტვის თრომბოემბოლია.

რას ურჩევდით პაციენტებს?

ამიტომ  ყველაზე მნიშნელოანია  დაავადების პრევენცია. დაავადების განვითარების შემთხვევაში , ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებმა აუცილებლად უნდა გაარძელონ ექიმის მიერ დანიშნული მედიკამნეტების მიღება,  შეინარჩუნონ სიმშვიდე, არ  აყვნენ  პანიკას. ემოციური სტაბილურობა ძალზედ მნიშვნელოვანია.

იმ შემთხვევაში , თუ ვითარდება სუნთქვის გაძნელება, ჰაერის უკმარისობა, ტკივილი გულმკერდში, გულის ფრიალი,პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს,  რათა  მოხდეს დიაგნოზის დროული დასმა და სათანადო მკურნალობა.

 გისურვებთ ჯანმრთელობას!