კომპიუტერული ტომოგრაფია არის მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე კვლევის მეთოდი, რომელიც იძლევა საშუალებას სხვადასხვა ორგანო დათვალიერდეს მაღალი გარჩევადობით. არის უამრავი ნოზოლოგია რომელთა დიაგნოსტირება სხვა მეთოდებით არის შეუძლებელი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მეთოდი არის აბსოლუტურად უმტკივნეულო და დროში ხანმოკლე (2-5 წთ).
რა მნიშვნელობა აქვს კომპიუტერულ ტომოგრაფიის ჩატარებას კოვიდ19-ით ინფიცირების დროს ?
არსებობს დაავადებები რომელთა კვლევისთვის ყველაზე ეფექტური მეთოდი არის კომპიუტერული ტომოგრაფია, თუნდაც covid19. ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელი ფილტვის დაზიანებები. რენტგენოლოგიურად საწყის სტადიაზე პრაქტიკულად არ ვიზუალიზდება, მაშინ როდესაც CT იძლევა საშუალებას მინიმალური ზომის დაზიანებაც კი გამოავლინოს.
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ფილტვის დაზიანების საწყის სტადიებში, როდესაც ფილტვში ვლინდება მცირეფოკუსური ინფილტრაციები, კვლევის სხვა მეთოდი არ არის ეფექტური. კომპიუტერული ტომოგრაფიის კვლევის დანიშვნა ხდება მკურნალი ექიმის მიერ სხვადასხვა კლინიკური გამოვლინების (უჰაერობა, პერმანენტულად მაღალი ტემპერატურა, ძლიერი სისუსტი და სხვა.) მიხედვით.
რა უნდა გავითვალისწინოთ კვლევის ჩატარებამდე?
CT კვლევა უკუნაჩვენებია ორსულებისთვის, განსაკუთრებით ორსულობის პირველ ტრიმესტრში (როცა ხდება ნაყოფის ჩამოყალიბება). ასევე არ არის რეკომენდირებული კვლევის ხშირი ჩატარება (აქვე მინდა ავღნიშნო რომ როდესაც პაციენტის სიცოცხლე საფრთხეშია დღეში 2 ჯერაც გადაგვიღია).
კლინიკა პინეო სამედიცინო ეკოსისტემა აღჭურვილია TOSHIBA aquilion 16 აპარატით, რომელიც იძლევა საშუალებას სწრაფად და ხარისხიანად ჩატარდეს სხვადასხვა კვლევები. აღნიშნული ტომოგრაფი აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და გააჩნია მიზერული დასხივება.
ჩვენი კლინიკა ყოველდღიურად ემსახურება 30-50 კოვიდ ინფიცირებულს (სასტუმროებიდან საშუალოდ 20-30). ჩვენი უპირატესობაა: პაციენტი/მკურნალი ექიმი კვლევის შედეგს ელექტრონული ფოსტის საშუალებით დღის განმავლობაში ღებულობს და არ უწევს რამოდენიმე დღე ლოდინი, ასევე სწორად ჩატარებული მენეჯმენტის საშუალებით სასტუმროდან მოყვანილი (ან ნებისმიერი სხვა) პაციენტის დაყოვნება არის მინიმალური, ერთ სივრცეში ხდება ანალიზების აღება და CT კვლევა, რაც ამცირებს ინფექციის გავრცელების რისკს.