ხშირად დასმული
კითხვები

რამდენ ხანს მომიწევს სამშობიაროში გაჩერება?

ეს დამოკიდებული იქნება თქვენი მშობიარობის სახეზე და ახალშობილის მდგომარეობაზე. საშუალოდ 3– 4დღე.

რა უნდა ვიქონიო თან?

ჩვენ ვუზრუნველყოფთ ყველა იმ ნივთით, რაც დაგჭირდებათ კლინიკაში ყოფნისას. (თეთრეულით, ჭურჭლით, ჰიგიენური საშუალებებით) თუმცა არ ვეწინააღმდეგებით თქვენს სურვილს თან იქონიოთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი ნივთი. პერანგი, ჩუსტი, ხალათი, ბავშვისათვის ქუდი და წინდები.

თუ შეიძლება ვინმე დამესწროს მშობიარობის დროს?

ჩვენ ვთვლით რომ ემოციური მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომაც თქვენი სურვილისამებრ ახლობელ ადამიანს (მეუღლე, დედა, მეგობარი) შეუძლია დაესწროს მშობიარობას და გაგამხნევოთ.

თუ დამეხმარებიან ძუძუთი კვების საკითხში?

ძუძუთი კვება ბუნებრივი მოვლენაა, თუმცა ხშირად ახალბედა დედები გარკვეულ სიძნელეებს აწყდებიან – პოზიციის შერჩევა, ძუძუს სწორად ჩადება, რძის მოწოლა. ჩვენნთან მოგემსახურებათ ლაქტაციის კონსულტანტი, რომელიც ყველა პრობლემას მოაგარებს.

თუ შემიძლია ვისარგებლო დაზღვევით?

ჩვენი კლინიკა თანამშრომლობს ყველა სადაზღვევო კომპანიასთან.

მეტი კითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით