პინეოს შესახებ
Pineo
Medical Ecosystem აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, რომლებიც პაციენტებს სთავაზობს
სწრაფ, ეფექტურ და თანამედროვე დიაგნოსტიკურ თუ სამკურნალო სერვისებს:
MRI და CT
კვლევები - მაღალი გარჩევადობის მაგნიტურ-რეზონანსული და კომპიუტერული
ტომოგრაფია, რაც უზრუნველყოფს ზუსტ დიაგნოსტიკას.
ბრაქითერაპია - ინოვაციური
მეთოდი ონკოლოგიური პაციენტებისთვის, რომელიც პირდაპირ სიმსივნურ კერაზე
ზემოქმედებს.
ლიტოტრიფსია - თირკმლის
ქვების მკურნალობის თანამედროვე, არაინვაზიური მეთოდი.
ლაბორატორია - ევროპული
სტანდარტის მრავალპროფილური ლაბორატორია, რომელიც 24/7 რეჟიმში მუშაობს.
თრომბოლიზისი - ინსულტის
დროს სწრაფი და ეფექტური რეპერფუზიული თერაპია.
თრომბექტომია - რთული
შემთხვევების დროს მექანიკური ჩარევა, რომელიც ამცირებს ინსულტის შედეგებს და
ზრდის რეაბილიტაციის შანსებს.
ტექნოლოგიური სერვისები პაციენტებს აძლევს შესაძლებლობას მიიღონ ზუსტი
დიაგნოზი და თანამედროვე მკურნალობა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის
გარემოში.

