პაციენტებისთვის

გაიგეთ თქვენი უფლებების და მოვალეობების შესახებ! თქვენი უფლებებისა და მოვალეობების ცოდნა, თანამშრომლობითი ურთიერთობის ხელშეწყობა ჯანდაცვის სფეროში წარმატებული პარტნიორობის გასაღებია. ის უზრუნველყოფს ურთიერთპატივისცემას და საერთო ინტერესების გათვალისწინებით გადაწყვეტილების მიღებას, რაც განაპირობებს ჯანმრთელობის უკეთეს შედეგებს და უფრო პოზიტიურ გამოცდილებას პაციენტებისა და სამედიცინო პერსონალისთვის.

თქვენ გაქვთ უფლება:

მოგექცნენ პატივისცემით და შეინარჩუნონ თქვენი ღირსება.

მიიღოთ მკურნალობა უსაფრთხო გარემოში.

იცოდეთ საავადმყოფოს პერსონალის ვინაობა, ვინც ზრუნავს თქვენზე.

დასვათ კითხვები.

მიიღოთ სამედიცინო დახმარება ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.

მონაწილეობა მიიღოთ თქვენი მკურნალობის, მოვლისა და გაწერის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებაში.

დაცული იყოს თქვენი კონფიდენციალურობის მოთხოვნა.

მომსახურება მიიღოთ თქვენი კულტურული საჭიროებების გათვალისწინებით.

მიიღოთ სრული და გასაგები ინფორმაცია თქვენი მკურნალობისა და მოვლის გეგმის შესახებ.

თუ იგრძნობთ უკმაყოფილებას ან საჩივრის დაფიქსირების აუცილებლობას, თქვენ გაქვთ უფლება, დააფიქსიროთ აღნიშნული კანცელარიაში. გარდა ამისა, შეგიძლიათ მოითხოვოთ პირადი შეხვედრა კლინიკის წარმომადგენელთან, რათა განიხილოთ თქვენი მოვლის ნებისმიერი ასპექტი, რომელმაც არ დააკმაყოფილა თქვენი მოლოდინი. შეგიძლიათ მოგვწეროთ თქვენი გამოცდილების შესახებ შემდეგ ელფოსტაზე: info@pineo.ge