ამბულატორია

"პინეო სამედიცინო ეკოსისტემაში" ამბულატორიული დეპარტამენტი 2016 წლიდან ფუნქციონირებს და ყოველდღიურად ასობით პაციენტს სთავაზობს კონსულტაციასა და სამედიცინო დახმარებას.

დეპარტამენტი აერთიანებს მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებს, გამოცდილ სამედიცინო პერსონალს და უახლეს ტექნოლოგიებს, რაც უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მომსახურებას.

დეპარტამენტის სერვისები

ოჯახის ექიმის კაბინეტი

კარდიოლოგიური სერვისი

ნევროლოგიური სერვისი

ქირურგიული სერვისი

გინეკოლოგია

უროლოგია

ლითოტრიპსია

ენდოკრინოლოგია

გასტროენტეროლოგია

ტრავმატოლოგია

ორთოპედია

პედიატრია

ფსიქიატრია

პროქტოლოგია

დიაგნოსტიკური სერვისები

ლაბორატორიული კვლევების სრული სპექტრი

ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა

რენტგენოდიაგნოსტიკა

კომპიუტერული ტომოგრაფია

ენდოსკოპიური კვლევები

ბიოფსია

გინეკოლოგიური დიაგნოსტიკის სრული სპექტრი

გენეტიკური ლაბორატორია

ქალთა კონსულტაცია და ანტენატალური პროგრამა

ამბულატორიული დეპარტამენტი მოიცავს ქალთა კონსულტაციას, სადაც მოქმედებს ორსულთა ანტენატალური მეთვალყურეობის სახელმწიფო პროგრამა . მისი მიზანია ორსულობის უსაფრთხო მიმდინარეობის უზრუნველყოფა, ეფექტური პატრონაჟი და თანდაყოლილი ან გენეტიკური დაავადებების ადრეული გამოვლენა.

პროგრამის ფარგლებში ტარდება:

ორსულთა მონიტორინგი და სამედიცინო მეთვალყურეობა

ნაყოფის ულტრასონოგრაფიული შეფასება

ბიოქიმიური სკრინინგი (მეორე ტრიმესტრში სამი ჰორმონის განსაზღვრა დედის სისხლში)

საჭიროების შემთხვევაში - პრენატალური ციტოგენეტიკური დიაგნოსტიკა (ამნიოცენტეზი)

გენეტიკური ლაბორატორია

"პინეო"-ს გენეტიკურ ლაბორატორიაში სრულად შესაძლებელია გენეტიკური კვლევების ჩატარება, მათ შორის:

გენეტიკური კონსულტირება

ტერატოგენული რისკების შეფასება

ნაყოფის თანდაყოლილი ანომალიების სკრინინგი და დიაგნოსტიკა

პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს .