
ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის სამსახური
ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის სამსახური მოიცავს განყოფილებებს კრიტიკული და მძიმე პაციენტებისთვის: მაღალი რისკის ახალშობილთა, ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის და ახალშობილთა სპეციალური მოვლის.
სამსახური დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პერსონალით, მკურნალობის პროცესში ჩართულია შესაბამისი პროფილის კონსულტანტები.
გათვალისწინებულია თითოეული პაციენტის სრულყოფილი თერაპია და მართვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
სამსახური აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, 24-საათიან რეჟიმში შესაძლებელია ჩატარდეს ყველა აუცილებელი გამოკვლევა.
პაციენტს ვთავაზობთ სრულ ნეონატალურ სერვისს, როგორც მძიმე, ისე გამოსაზრდელი ახალშობილების მართვისათვის. გათვალისწინებულია პაციენტის ბინაზე გაწერის შემდგომი მეთვალყურეობა .

