კრიტიკული მედიცინის და ანესთეზიის დეპარტამენტი

კრიტიკული მედიცინის და ანესთეზიის სამსახური სრულად არის აღჭურვილი რათა საჭიროების შემთხვევაში მიაწოდოს პაციენტს საუკეთესო დახმარება.

მაღალკვალიფიციური ექიმები და პერსონალი მზად არიან გაუწიონ დახმარება კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფებს, ასევე მათ, ვისაც აქვთ შედარებით მსუბუქი მდგომარეობა.

სამკურნალო პროცედურების შედგენისას გამოიყენება მულტიდისციპლინური მიდგომა , რაც სპეციფიურად ესადაგება პაციენტების მრავალფეროვან დაავადებებსა და საჭიროებებს.

კლინიკის გადაუდებელ მიმღებში ხდება პაციენტის შეფასება იმისათვის, რომ ზუსტად დადგინდეს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მოხდეს მისი მკურნალობის პროცესის ზუსტი დაგეგმვა და კოორდინირება.

ინტენსიური თერაპიის განყოფილება ემსახურება პაციენტებს, რომლებსაც აქვთ მწვავე ან გადაუდებელი მდგომარეობები, აგრეთვე ფართო სპექტრის დაავადებები - გულსისხლძარღვთა და ნეიროვასკულური, სასწრაფო გადაუდებელი შემთხვევები, მწვავე რესპირატორული დარღვევები, ტრავმა, და სხვა.

ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს მრავალწლიან გამოცდილებას, კოორდინირებულ კოოპერაციას და კრიტიკული მედიცინის მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს. ჩვენი სასიამოვნო გარემო წარმატების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია , რათა საუკეთესო მკურნალობა შევთავაზოთ ჩვენს პაციენტებსა და მათ ოჯახის წევრებს.

ანესთეზიოლოგიური სერვისი პაციენტებს უზრუნველყოფს უახლესი, საუკეთესო ხარისხის მომსახურებით იმ მრავალფეროვანი ქირურგიული ოპერაციებისათვის, რომლებიც ტარდება სხვადასხვა ქირურგიულ დარგებში.

ჩვენი პროფესიონალიზმი ეხმარება ქირურგიულ განყოფილებებს გაზარდოს ოპერატიული მკურნალობის ხარისხი უმაღლეს დონემდე, თანამედროვე, საუკეთესო აპარატურით აღჭურვილ საოპერაციო ოთახებში პაციენტებს ჩაუტარონ უსაფრთხო და გაუმჯობესებული ოპერაციები.