
ტრავმატოლოგია
პინეო სამედიცინო ეკოსისტემის ტრავმატოლოგიის დეპარტამენტი მზად არის 24/7 რეჟიმში გაუწიოს მოსახლეობას დახმარება ნებისმიერი მდებარეობისა და სიმძიმის ტრავმული დაზიანების მკურნალობაში.
ჩვენი პაციენტები სარგებლობენ შემდეგი სერვისებით:
✔ მენჯ-ბარძაყის, მუხლის, მხრისა და იდაყვის ენდოპროთეზირება;
✔ კიდურების დაგრძელება შეძენილი პათოლოგიების დროს;
✔ საკორექციო ძვალკვეთა თანდაყოლილი ან შეძენილი პათოლოგიების დროს;
✔ მოტეხილობების ქირურგიული მკურნალობა, მათ შორის ოსტეოსინთეზი;
✔ ძვლის გადანერგვა შეუხორცებელი მოტეხილობების დროს;
✔ მტევანსა და ტერფზე თანამედროვე ქირურგიული ჩარევები.
კლინიკაში, ერთ სივრცეში, ხელმისაწვდომია ყველა საჭირო ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევა , რაც უზრუნველყოფს ზუსტ დიაგნოზს და ოპტიმალურ მკურნალობას. ოპერაციები ტარდება მსოფლიო ბრენდების თანამედროვე იმპლანტებით .
პაციენტებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ სრული ამბულატორიულ-ტრავმატოლოგიური სერვისით .
პინეო აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, რაც გარანტიას იძლევა მომსახურების უწყვეტი, უსაფრთხო და მაღალი ხარისხით მიწოდების!

