
კარდიოლოგია
პინეოს სამედიცინო ეკოსისტემის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა კარდიოლოგია. დეპარტამენტმა აქტიური მუშაობა 2016 წლიდან დაიწყო და დღეს წარმატებით აერთიანებს როგორც სტაციონარულ, ასევე ამბულატორიულ სერვისებს.
სტრუქტურა და სერვისები
კარდიოლოგიური სამსახური მოიცავს:
კარდიოინტენსიურ განყოფილებას
ზოგად თერაპიულ განყოფილებას
კარდიოლოგიურ ამბულატორიას
პროფესიონალი და გამოცდილი კარდიოლოგების ჯგუფის დაუღალავი მუშაობის შედეგად, დეპარტამენტმა შეძლო ათეულობით რთული ოპერაციის წარმატებით შესრულება და არაერთი სიცოცხლის გადარჩენა.
სპეციალიზებული სერვისები
კარდიოლოგიურ განყოფილებაში ფუნქციონირებს არითმოლოგიური და ინტერვენციული კარდიოლოგიის სამსახურები. ისინი აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით და მუშაობენ 24-საათიან რეჟიმში.
ტარდება:
კორონარული არტერიების ანგიოგრაფია და ანგიოპლასტიკა სტენტის იმპლანტაციით
დროებითი და მუდმივი პეისმეიკერის იმპლანტაცია
კარდიოვერტერ-დეფიბრილატორების და რესინქრონიზატორების იმპლანტაცია
ამბულატორიული სერვისები
კარდიოლოგიური ამბულატორია სთავაზობს პაციენტებს:
კარდიოლოგის და თერაპევტის კონსულტაციებს
ექოკარდიოგრაფიას
საყლაპავშიდა ექოკარდიოგრაფიას
სტრეს-ექოკარდიოგრაფიას
დატვირთვის ტესტს (treadmill)
24-საათიან არტერიული წნევის და ეკგ მონიტორინგს ჰოლტერის მეთოდით
სტანდარტები
პაციენტთა დიაგნოსტიკა და მკურნალობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო გაიდლაინებთან და სტანდარტებთან.

