სამეანო დეპარტამენტი

პინეოს სამეანო დეპარტამენტი მრავალწლიანი გამოცდილებისა და ტრადიციების მატარებელია. ისტორიულად, აქ მკურნალობდნენ რთული ორსულობის მქონე და რეზუსუარყოფითი სტატუსის პაციენტები. დღეს კი დეპარტამენტი წარმოადგენს მოდერნიზებულ, საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ ცენტრს, სადაც შესაძლებელია ნებისმიერი სირთულის ორსულობისა და მშობიარობის მართვა.

გუნდი და ინფრასტრუქტურა

დეპარტამენტი დაკომპლექტებულია გამოცდილი ექიმებითა და პროფესიონალი სამედიცინო პერსონალით.

სამშობიარო ბლოკი ინდივიდუალურია - თითო ბლოკი განკუთვნილია მხოლოდ ერთი მშობიარისთვის და აღჭურვილია უახლესი სამედიცინო აპარატურით. ეს უზრუნველყოფს უსაფრთხო მშობიარობას და შესაძლო გართულებების პრევენციას.

მიდგომა და პრინციპები

დეპარტამენტი მაქსიმალურად ორიენტირებულია ფიზიოლოგიურ მშობიარობაზე.

უპირატესობა ენიჭება მშობიარობის თავისუფალ პოზას, წყალში მშობიარობას, ჯაკუზის აბაზანებისა და სპეციალური ბურთების გამოყენებას.

მიზანია, მშობიარობის პროცესი ქალისთვის იყოს მოკლებული ტკივილსა და დისკომფორტს .

საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ეპიდურული ანესთეზია.

დეპარტამენტში ხორციელდება "სითბური ჯაჭვის" მეთოდი - ახალშობილი დაბადებისთანავე თავსდება დედის გულზე ტემპერატურული კონტროლისა და ბაქტერიული იმუნური დაცვის უზრუნველსაყოფად. დაბადებიდან პირველი ორი საათის განმავლობაში დედასა და შვილს შორის ხდება კანით-კანზე კონტაქტი.

მნიშვნელოვანი პრინციპები:

ჭიპლარი იჭრება მხოლოდ პულსაციის დასრულების შემდეგ.

შორისის ჩაჭრა არ გამოიყენება, გარდა განსაკუთრებული სამედიცინო ჩვენებისა.

დაცულია ძუძუთი კვების ყველა ოპტიმალური საფეხური.

ამბულატორიული სერვისები

ორსულთა ანტენატალური მეთვალყურეობა სახელმწიფო პროგრამით.

ექსპერტული ულტრასონოგრაფია ნაყოფის გენეტიკური და ორგანული პათოლოგიების გამოსავლენად.

ინვაზიური გენეტიკური კვლევები (ამნიოცენტეზი, კორდოცენტეზი), კარდიოტოკოგრაფია, ნაყოფის ბიოფიზიკური პროფილი.

სტაციონარული სერვისები

როგორც III დონის პერინატალური ცენტრი - ორსულობის ნებისმიერი გართულების მართვა.

მშობიარობის ყველა ტიპი: ფიზიოლოგიური (მათ შორის ინსტრუმენტული - მაშებით და ვაკუუმით), საკეისრო კვეთა, გართულებული მშობიარობა.

ფიზიოლოგიური მშობიარობა გადატანილი საკეისრო კვეთის შემდეგ.

რთული ქრონიკული დაავადებებით ორსულობის მართვა (გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები, ინსულტი და სხვ.).

მშობიარობის შემდგომი ინფექციური გართულებების, მათ შორის სეფსისის, მკურნალობა.