
უროლოგია
პინეოს უროლოგიური დეპარტამენტი პაციენტებს სთავაზობს შარდ-სასქესო სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სრულ სპექტრს, როგორც ამბულატორიულ, ისე სტაციონარულ პირობებში. დეპარტამენტი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით და მუშაობს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.
უროლოგიური სერვისები
შარდ-სასქესო სისტემის ინფექციური დაავადებები - დიაგნოსტიკა და მკურნალობა (ურეთრიტი, პროსტატიტი, ცისტიტი, პიელონეფრიტი, ორქო-ეპიდიდიმიტი და სხვა).
წინამდებარე ჯირკვლის დაავადებები - კიბო, კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია. სრული დიაგნოსტიკა (უროფლოუმეტრია, PSA, პროსტატის დამიზნებითი ტრანარექტალური ბიოფსია) და ოპერაციული მკურნალობა (ღია, ენდოსკოპიური და ლაპაროსკოპიული ოპერაციები).
შარდის ბუშტის სიმსივნეები - სრული დიაგნოსტიკა (მათ შორის ავტომატური PCR ციტოლოგია) და ოპერაციული მკურნალობა ღია და ენდოსკოპიური მეთოდებით.
თირკმლის სიმსივნეები - სრული დიაგნოსტიკა (ბიოფსიის ჩათვლით) და ოპერაციული მკურნალობა ღია და ლაპაროსკოპიული წესით, მათ შორის თირკმლის ნაწილობრივი რეზექცია.
სათესლე ჯირკვლის კიბო - სრული დიაგნოსტიკა და ქირურგიული მკურნალობა.
სასქესო ასოს კიბო - სრული დიაგნოსტიკა და ქირურგიული მკურნალობა.
შარდის შეუკავებლობა - დიაგნოსტიკა და თერაპიული/ოპერაციული მკურნალობა.
მამაკაცის უშვილობა - დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
ერექციული დისფუნქცია - თანამედროვე მეთოდებით მკურნალობა.
შარდ-კენჭოვანი დაავადება - (თირკმლის, შარდსაწვეთის, შარდის ბუშტის კენჭები). სრული დიაგნოსტიკა (ულტრაბგერითი, რენტგენოლოგიური, კომპიუტერული ტომოგრაფია), დისტანციური ლითოტრიფსია, კონტაქტური ლითოტრიფსია (ლაზერი), თერაპიული და ქირურგიული მკურნალობა, ღია ოპერაციები.
შერეული ოპერაციები - ცირკუმციზია (ფიმოზის გამო), სათესლე პარკის წყალმანკის (ჰიდროცელე) ოპერაცია, სათესლე ჯირკვლის ვენების (ვარიკოცელე) ოპერაცია და სხვა.

