ქირურგია

პინეო სამედიცინო ეკოსისტემის ქირურგიის დეპარტამენტი აერთიანებს გამოცდილ სპეციალისტთა გუნდს და სრულად არის აღჭურვილი უახლესი ტექნოლოგიებით, ულტრათანამედროვე აპარატურითა და კომფორტული პოსტოპერაციული პალატებით.

განყოფილება უზრუნველყოფს როგორც ღია, ისე ლაპაროსკოპიული ოპერაციების ჩატარებას თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

დეპარტამენტის მიმართულებები

ქირურგიული დეპარტამენტი მოიცავს ფართო პროფილს, მათ შორის:

ზოგადი ქირურგია

მცირეინვაზიური ქირურგია

ბარიატრიული ქირურგია

ქირურგიული ონკოლოგია

ენდოსკოპიური ქირურგია

გინეკოლოგია

ტრავმატოლოგია

უროლოგია

ნეიროქირურგია

ყბა-სახის ქირურგია

სისხლძარღვთა ქირურგია

ინფრასტრუქტურა და სერვისები

დეპარტამენტს გააჩნია სრულად აღჭურვილი სტაციონარი, რომელიც საშუალებას იძლევა განხორციელდეს:

პაციენტების კონსერვატიული მკურნალობა

ოპერაციამდე დიაგნოსტიკა და მომზადება

ოპერაციის შემდგომი მკურნალობა და რეაბილიტაცია

პინეოს ქირურგიის დეპარტამენტი პაციენტებს სთავაზობს უსაფრთხო, თანამედროვე და ხარისხიან სამედიცინო სერვისს, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო გამოცდილებასა და მაღალი პროფესიონალიზმის მქონე გუნდის ყოველდღიურ ზრუნვაზე.