რეკომენდაციები

პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი

10.08.2026

პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი - რატომ არის დროული დიაგნოსტიკა

მნიშვნელოვანი ?

- გვესაუბრება პინეოს მეან-გინეკოლოგი,

რეპროდუქტოლოგი - სოფო კვალიაშვილი

- ქალბატონო სოფო , რა არის პოლიცისტური

საკვერცხის

სინდრომი

და

რატომ

საუბრობენ

მასზე

დღეს

ასე

ხშირად ?

პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი , რომელსაც დღეს უფრო ხშირად პოლიენდოკრინულ - მეტაბოლურ

საკვერცხის

სინდრომსაც უწოდებენ ,

ერთ - ერთი ყველაზე

გავრცელებული

ენდოკრინული

და

მეტაბოლური

დარღვევაა .

მსოფლიოში

ის

10 მილიონზე

მეტ

ქალს

აღენიშნება

და

მნიშვნელოვნად

მოქმედებს

როგორც

რეპროდუქციულ ,

ისე

ზოგად

ჯანმრთელობაზე .

- რა სიმპტომები შეიძლება მიანიშნებდეს

ამ

სინდრომზე ?

ყველაზე ხშირი ნიშნებია არარეგულარული მენსტრუაცია , ოვულაციის არარსებობა ,

უნაყოფობა,

სხეულზე ჭარბი თმიანობა ( ჰირსუტიზმი ), აკნე , თმის ცვენა , ასევე ჭარბი წონა და მეტაბოლური

დარღვევები .

თუმცა ,

ყველა

ქალს

ეს

სიმპტომები

შესაძლოა ერთდროულად არ აღენიშნებოდეს ,

რის

გამოც

დიაგნოსტიკა

ხშირად

რთულდება

და

შემთხვევების

დიდი

ნაწილი

დაუდგენელი

რჩება .

- როგორ უკავშირდება პოლიცისტური

საკვერცხის

სინდრომი

უნაყოფობას ?

ეს სინდრომი ქალის უნაყოფობის ერთ - ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზია . ანოვულაციით გამოწვეული უნაყოფობის შემთხვევების დაახლოებით 70-85% სწორედ პოლიცისტური

საკვერცხის

სინდრომთან

არის

დაკავშირებული .

დროული

დიაგნოსტიკა

და

სწორი

მკურნალობა

ბევრ

ქალს

ორსულობის

მიღწევის

შესაძლებლობას

აძლევს .

- რა არის მკურნალობის მთავარი მიზანი ?

მკურნალობა ინდივიდუალურად იგეგმება და მისი ძირითადი მიზნებია ჰიპერანდროგენიისა და მისი გამოვლინებების

( ჰირსუტიზმი ,

აკნე ,

ალოპეცია )

შემცირება ,

მეტაბოლური

დარღვევების

კორექცია

და

გულ - სისხლძარღვთა

გართულებების

რისკის

შემცირება ,

ენდომეტრიუმის

ჰიპერპლაზიისა

და

კიბოს

განვითარების

რისკის

პრევენცია ,

საჭიროების

შემთხვევაში

ეფექტური

კონტრაცეფციის

შერჩევა ,

ხოლო

ორსულობის

დაგეგმვისას

- ოვულაციის

სტიმულაცია

და

რეპროდუქციული

ფუნქციის

აღდგენა .

- რას ურჩევდით ქალებს ?

თუ გაწუხებთ არარეგულარული მენსტრუაცია , აკნე , ჭარბი თმიანობა ,

თმის

ცვენა

ან

ორსულობა

ერთი

წლის

განმავლობაში

არ

დგება ,

მნიშვნელოვანია

დროულად

მიმართოთ

გინეკოლოგ - რეპროდუქტოლოგს .

ადრეული

დიაგნოსტიკა

და

სწორად

შერჩეული

მკურნალობა

მნიშვნელოვნად

აუმჯობესებს

როგორც

ცხოვრების

ხარისხს ,

ისე

რეპროდუქციულ

ჯანმრთელობას .