რეკომენდაციები

პაციენტთა ურთიერთობის კოორდინატორი

13.10.2025

პაციენტთა ურთიერთობის კოორდინატორი

ჩვენი კლინიკა ზრუნავს თითოეულ პაციენტზე და განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თქვენს კომფორტსა და საჭიროებებს. სწორედ ამიტომ, პინეოში მოქმედებს პაციენტთა ურთიერთობის კოორდინატორის მომსახურება - ადამიანი, რომელიც მზად არის მოგისმინოთ, დაგეხმაროთ და უპასუხოს თქვენს ნებისმიერ კითხვას.

როდის შეგიძლიათ მიმართოთ პაციენტთა ურთიერთობის კოორდინატორს:

თუ გაქვთ კითხვები ჩვენი სერვისების, ექიმების ან მკურნალობის შესახებ ;

თუ წარმოიშვა გაუგებრობა ან პრობლემა და გსურთ მისი დროული მოგვარება;

თუ გაქვთ წინადადებები ან რჩევები , რომლებიც ხელს შეუწყობს ჩვენი მომსახურების გაუმჯობესებას.

რატომ არის მნიშვნელოვანი პაციენტთა ურთიერთობის კოორდინატორი?

პაციენტთა კოორდინატორი ზრუნავს იმაზე, რომ თქვენ ყოველთვის მიიღოთ დროული და ზუსტი ინფორმაცია . მისი დახმარებით თქვენი ვიზიტი ჩვენს კლინიკაში იქნება მაქსიმალურად მარტივი, კომფორტული და პოზიტიური .

📞 დაგვიკავშირდით: 032 2 24 44 55

და მოითხოვეთ პაციენტთა ურთიერთობის კოორდინატორთან გასაუბრება.