ჰელიკობაქტერია პილორის დროული დიაგნოსტიკა - თანამედროვე, უმტკივნეულო კვლევა პინეოში

Helicobacter pylori კუჭის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბაქტერიული ინფექციაა, რომელმაც შესაძლოა სერიოზული გართულებები გამოიწვიოს. პინეოში უკვე ხელმისაწვდომია თანამედროვე, არაინვაზიური Urea Breath Test, რომელიც ბაქტერიის არსებობის ზუსტად და კომფორტულად გამოვლენის შესაძლებლობას იძლევა.
საკითხის შესახებ გვესაუბრება პინეოს გასტროენტეროლოგი და პულმონოლოგი ნინო ფოცხვერაშვილი.
რა
არის
Helicobacter pylori და რატომ
არის
მისი
დროული
გამოვლენა მნიშვნელოვანი ?
Helicobacter pylori არის კუჭში ბინადარი ბაქტერია , რომელიც იწვევს ქრონიკულ ანთებას ( გასტრიტს ), წყლულოვან
დაავადებას
და
ზრდის
კუჭის
ონკოლოგიური პათოლოგიების რისკს . დროული გამოვლენა აუცილებელია მძიმე გართულებებისა და კუჭის ლორწოვანის დაზიანების
თავიდან
ასა ცილებლად .
რა
სიმპტომების დროს
უნდა
იფიქროს ადამიანმა ,
რომ
შესაძლოა ინფექცია
ჰქონდეს ?
ყველაზე გავრცელებული ნიშნებია : მუცლის ტკივილი ( განსაკუთრებით
უზმოზე
ან
ჭამის
შემდეგ ),
შებერილობა ,
გულისრევა ,
პირღებინება , უმადობა
და უმიზეზო რკინადეფიციტური ანემია .
რას
წარმოადგენს პინეოს
კლინიკაში დანერგილი
ახალი
კვლევის სისტემა ?
ეს არის თანამედროვე , მაღალტექნოლოგიური სუნთქვის ურეული
ტესტი
(Urea Breath Test),
რომელიც
სპეციალური
აპარატის
საშუალებით
ადგენს
კუჭში ბაქტერიის
არსებობას .
რით განსხვავდება
სხვა კვლევებისგან ?
არის სრულიად არაინვაზიური
( არ საჭიროებს
ენდოსკოპია ს ( გასტროსკოპიას) )
და
არ
არის
დაფუძნებული სისხლის ანალიზზე , რომელიც ძირითადად მხოლოდ გადატანილ
ინფექციას
აჩვენებს .
ტესტი აფასებს ბაქტერიის ზუსტ , რეალურ დროში არსებულ აქტივობას კუჭში და გამოირჩევა მაღალი სიზუსტით .
როგორ
ტარდება კვლევა ,
არის
თუ
არა
მტკივნეული და
რას
უნდა
ელოდოს
პაციენტი ?
პროცედურა აბსოლუტურად უმტკივნეულო
და კომფორტულია .
პაციენტი ამოსუნთქავს
ჰაერს სპეციალურ
კონტეინერში ( საწყისი ნიმუში ), შემდეგ სვამს სპეციალურ ტაბლეტს , 30 წუთის გასვლის შემდეგ ამოსუნთქავს ჰაერს მეორე კონტეინერში . აპარატი აანალიზებს ორ ნიმუშს შორის სხვაობას .
როგორ უნდა მოემზადოს პაციენტი
კვლევისთვის ?
კვლევამდე აუცილებელია :
უზმოზე ყოფნა ( მინიმუმ 8 სთ ) , ასევე
არასასურველია თამბაქოსა და
საღეჭი რეზინის გამოყენება პროცედურამდე.
ანტიბიოტიკების მიღების შეწყვეტა მინიმუმ 4 კვირით ადრე .
პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების ( მაგ ომეპრაზოლი, პანტოპრაზოლი, ეზომეპრაზოლი, რაბეპრაზოლი) და ვისმუტის პრეპარატების მიღების შეწყვეტა მინიმუმ 2 კვირით ადრე , რათა არ მივიღოთ მცდარი უარყოფითი პასუხი .

