ინსულტი - სწრაფი რეაგირება სიცოცხლის გადასარჩენად!

ინსულტი არის ტვინისთვის სისხლის მიწოდების შეფერხება.
ეს არის სასწრაფო სამედიცინო შემთხვევა და საჭიროებს დაუყოვნებლივ ყურადღებას.
ინსულტის ნიშნების ცოდნა, ამოცნობა და სასწრაფოში დარეკვა უკიდურესად მნიშვნელოვანია.
მთელს მსოფლიოში, ყოველ 40 წამში ვიღაცას ინსულტი ემართება.
ეს შეიძლება მოხდეს:
ქუჩაში,
საზოგადოებრივ ტრანსპორტში,
სამსახურში,
მაღაზიაში - ნებისმიერ ადგილას .
თუ თქვენ გეცოდინებათ ინსულტის ნიშნები, დროულად დარეკავთ სასწრაფოში და გადაარჩენთ სიცოცხლეს.
TIA - გარდამავალი იშემიური შეტევა
ინსულტის გარდა არსებობს გარდამავალი იშემიური შეტევა (TIA), რომელიც ასევე ცნობილია მიკრო ინსულტის სახელით .
მისი სიმპტომები იგივეა, თუმცა როგორც წესი გრძელდება მხოლოდ რამდენიმე წუთი.
TIA შეიძლება იყოს სერიოზული ინსულტის გამაფრთხილებელი ნიშანი, ამიტომ ამ შემთხვევაშიც აუცილებელია სასწრაფოში დარეკვა.
მკურნალობის სისწრაფე
რაც უფრო სწრაფად დაიწყება მკურნალობა, მით მეტია პაციენტის გამოჯანმრთელების შანსი. სტატისტიკის მიხედვით, ინსულტის მქონე პაციენტებს, რომლებმაც მკურნალობა პირველი სიმპტომიდან 90 წუთის განმავლობაში დაიწყეს, სამჯერ მეტი შანსი აქვთ სრული ან თითქმის სრული გამოჯანმრთელების .
რისკის ფაქტორები
ზოგიერთ ადამიანს აქვს ინსულტის განვითარების მაღალი რისკი. ეს წინაპირობებია:
მაღალი არტერიული წნევა
მაღალი ქოლესტერინი
წინაგულების ფიბრილაცია (არარეგულარული გულისცემა)
დიაბეტი
ასეთი პაციენტებისთვის მნიშვნელოვანია რეგულარული საპრევენციო ვიზიტი ექიმთან.
ჯანსაღი კვებისა და რეგულარული ვარჯიშის კომბინაცია დაგეხმარებათ ინსულტის რისკის შემცირებაში.
მთავარი გზავნილი
გახსოვდეს:
ინსულტი ძირითადად განკურნებადია, თუკი პაციენტი დროულად აღმოჩნდება ექიმების ხელში.
დაიმახსოვრე ინსულტის ნიშნები - იმოქმედე სწრაფად!

