პინეოს შესახებ
ჰოსპიტალი მოიცავს ორ
დამოუკიდებელ, ერთმანეთთან დაკავშირებულ შენობას, 10,000 კვადრატულ მეტრზე მეტ
ფართობს, რაც ქმნის ერთიან და კომფორტულ სივრცეს პაციენტებისთვის.
კლინიკის ინფრასტრუქტურა დაპროექტებულია ისე, რომ სრულად მოერგოს
თანამედროვე სტანდარტებსა და პაციენტთა საჭიროებებს. სივრცე მოიცავს:
მრავალპროფილურ ამბულატორიულ და სტაციონარულ განყოფილებებს
ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის ბლოკებს
ახალშობილთა ინტენსიური მოვლის განყოფილებას
მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიას 24/7 მომსახურებით
საოპერაციო ბლოკებს, რომლებიც აღჭურვილია უახლესი აპარატურით
კომფორტულ პალატებსა და საოჯახო ტიპის სამშობიაროს - "პინეო ლაქშერი"
ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს როგორც კლინიკური მიმართულებების
ეფექტურ ფუნქციონირებას, ასევე პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის
უსაფრთხო, კომფორტული და თანამედროვე გარემოს შექმნას.

