ჰოსპიტალის აქტივობები

ფილტვის კიბოს სკრინინგული პროგრამა

09.07.2026

პინეო სამედიცინო ეკოსისტემა , თბილისის მერიის დაფინანსებით, გთავაზობთ ფილტვის კიბოს უფასო სკრინინგულ პროგრამას .

თუ ხართ 45-75 წლის , შეგიძლიათ სრულიად უფასოდ ჩაიტაროთ ფილტვის კიბოს სკრინინგული კვლევა დაბალდოზიანი კომპიუტერული ტომოგრაფიის (LDCT) გამოყენებით.

პროგრამის მიზანია დაავადების ადრეული გამოვლენა, მაშინაც კი, როდესაც სიმპტომები ჯერ კიდევ არ არის გამოხატული. ადრეული დიაგნოსტიკა მნიშვნელოვნად ზრდის მკურნალობის ეფექტურობასა და გამოჯანმრთელების შანსს.

პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ:

თბილისში რეგისტრირებულ 45-75 წლის მოსახლეობას, მათ შორის - დევნილის სტატუსის მქონე პირებს.

პროგრამა ხორციელდება თბილისის მერიის დაფინანსებით.

ჩასაწერად და დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

📞 (032) 2 24 44 55