ძუძუთი კვება - სემინარი ორსულთათვის

პინეო სამედიცინო ეკოსისტემაში გაიმართა თემატური შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა ძუძუთი კვების მნიშვნელობას და მის დადებით გავლენას ბავშვის ჯანმრთელობაზე. ღონისძიება დაეთმო ორსულებს და მიეწოდათ მათთვის სასარგებლო ინფორმაცია, რომელიც მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მიმართულებებს.
კლინიკის ნეონატოლოგმა, მაკა ჭიღლაძემ, ორსულებისთვის ჩაატარა სემინარი, სადაც დეტალურად განიხილეს ძუძუთი კვების ფიზიოლოგიური, ემოციური და პრაქტიკული ასპექტები. ექიმმა ახსნა, რატომ არის დედის რძე უნიკალური, როგორ ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას, და რა როლი აქვს დედასა და ბავშვს შორის უსაფრთხო ურთიერთობაში.
შეხვედრის მსვლელობისას მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაესვათ კითხვები, დაეზუსტებინათ პრაქტიკული საკითხები, და მოესმინათ ექსპერტის რჩევები, რაც დაეხმარა მათ ახალშობილის ხანგრძლივი და ჯანმრთელი კვებისთვის მომზადებაში.
პინეოში მსგავსი სემინარები რეგულარულად ტარდება, რათა ორსულებს მიეცეთ სრული ინფორმაცია და მხარდაჭერა ჯანმრთელი მშობიარობისა და ბავშვის განვითარების უზრუნველყოფისთვის.

