კანაფის მიერ გამოწვეული პანკრეატიტი და ST სეგმენტის ელევაციით მიმდინარე მიოკარდიუმის ინფარქტი: შემთხვევის რეპორტი

სიამაყით გიზიარებთ ჩვენი გუნდის წევრების - ნინო ჭაღიაშვილის, გია თომაძის და რამაზ ზოსიაშვილის მიერ მომზადებულ სამეცნიერო ნაშრომს, რომელიც გამოქვეყნდა საერთაშორისო ჟურნალში Med Discoveries (2025, Vol. 4, Issue 7).
კვლევა აღწერს იშვიათ, მაგრამ ძალიან საინტერესო შემთხვევას - პაციენტს, რომელსაც კანაფის მოხმარების შემდეგ განუვითარდა პანკრეატიტი და მიოკარდიუმის ინფარქტი (STEMI).
მიუხედავად იმისა, რომ კანაფი ხშირად აღიქმება როგორც უსაფრთხო საშუალება, აღნიშნული შემთხვევა აჩვენებს, რომ მას შეუძლია გამოიწვიოს სერიოზული გართულებები გულ-სისხლძარღვთა და საჭმლის მომნელებელ სისტემებში, განსაკუთრებით - ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში.
კვლევის მიზანია, ხაზი გაუსვას ექიმთა ცნობიერების ამაღლების საჭიროებას კანაფის შესაძლო ზემოქმედების შესახებ და მოუწოდებს კლინიცისტებს, მსგავს შემთხვევებში გაითვალისწინონ ეს რისკი დიაგნოსტიკის პროცესში.
პინეო სამედიცინო ეკოსისტემის გუნდის წევრები აგრძელებენ საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობასა და კვლევით საქმიანობას, რომლის მიზანია მედიცინის განვითარება და პაციენტთა უსაფრთხოების განმტკიცება.
სრული ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ბმულს: https://shorturl.at/BBKl1
ავტორები: ნინო ჭაღიაშვილი, გია თომაძე, თამარ ჭაღიაშვილი, რამაზ ზოსიაშვილი, თენგიზ მაისურაძე კვლევის მომზადებაში აქტიურად მონაწილეობდნენ მედიცინის სტუდენტები - ახალგაზრდების ჩართულობა და პრაქტიკული გამოცდილება სამეცნიერო საქმიანობაში არის მომავალი მედიცინის საფუძველი.
#Pineo #MedicalResearch #Healthcare #Georgia #Cardiology #Gastroenterology #MedDiscoveries

