ბებიაქალის პროფესიული დღე

ბებიაქალის პროფესიული დღე მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება და ეძღვნება იმ ადამიანებს , რომლებიც დედისა და ახალშობილის გვერდით დგანან სიცოცხლის პირველი წამებიდანვე . ეს პროფესია აერთიანებს ცოდნას , გამოცდილებას , ძალას და უსაზღვრო სითბოს . ბებიაქალი არის ის , ვინც პირველ ი
ეხება ახალ სიცოცხლეს და თანადგომით აძლევს ძალას დედას , რათა ღირსეულად გაიაროს ერთ - ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი.
ჩვენ განსაკუთრებული მადლიერება გვსურს გამოვხატოთ იმ ადამიანების მიმართ , რომლებიც ყოველდღიურად უდიდეს პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარ თავზე .
ამ დღის ფარგლებში განხორციელდა ფოტო / ვიდეო პროექტი " ბებიაქალი შენს გვერდით " ,
სადაც მათ გაგვიზიარეს : რას ნიშნავს ბებიაქლობა მათთვის , რა ემოციური ისტორიები აქვთ კარიერიდან , რა სირთულეებს აწყდებიან და რა მოტივაციას პოულობენ თავიანთ პროფესიაში .
ღონისძიების კულმინაცია იყო საპატიო ტიტულის - " წლის ბებიაქალი " - გადაცემა . ყველა ბებიაქალს გადაეცა სიმბოლური საჩუქრები და ბრენდირებული აქსესუარები , მადლიერების ნიშნად მათი ერთგულებისა და პროფესიონალიზმისთვის .

