ღონისძიებები

ვარდისფერი ოქტომბერი - შეხვედრა ონკო პაციენტებთან

08.10.2026

"ვარდისფერი ოქტომბრის" ფარგლებში ჩვენს კლინიკაში პაციენტებისთვის მხარდამჭერი შეხვედრა გაიმართა.

მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს პოზიტიური გამოცდილება და სირთულეებთან გამკლავების გზები. პაციენტებისთვის საჩუქრებიც მოვამზადეთ - როგორც ჩვენი სითბოსა და ყურადღების გამოხატულება.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თითოეულმა პაციენტმა იგრძნოს თანადგომა და იცოდეს, რომ ამ გზაზე მარტო არ არის. მადლობა პაციენტებს ნდობისა და გულწრფელობისთვის, მათ ახლობლებსა და ჩვენს გუნდს კი - ყოველდღიური მხარდაჭერისთვის", - აღნიშნა ონკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელმა მარიტა გუგუნავამ.