ხელის ჰიგიენის კვირეულის ფარგლებში ვესტუმრეთ მწვანე სკოლას, სადაც მოსწავლეებთან ერთად ვისაუბრეთ ჰიგიენის მნიშვნელობაზე, ინფექციური დაავადებებისა და ვირუსების პრევენციის გზებზე. ინტერაქციული და სახალისო აქტივობების მეშვეობით ბავშვებმა პრაქტიკულად ისწავლეს, როგორ დაიცვან ხელების ჰიგიენა სწორად - რაც ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა. მადლობა მწვანე სკოლას თანამშრომლობისთვის და აქტიური მონაწილეობისათვის!