ღონისძიებები

ექთნის საერთაშორისო დღე

12.05.2025

პინეოში" ექთნის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ღონისძიების ფარგლებში, კლინიკის ადმინისტრაციამ მადლიერება გამოხატა ექთნების მიმართ, რომელთა პროფესიონალიზმი და თავდადება კლინიკის წარმატების უმნიშვნელოვანესი საფუძველია. კლინიკის ხელმძღვანელობამ პირადად მიულოცა პროფესიული დღე თითოეულ ექთანს და განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა მათი წვლილისთვის. მზია ჯაფარიძე, კლინიკა "პინეოს" გენერალური დირექტორი: "ჩვენი კლინიკის გამართული მუშაობა დიდწილად ეფუძნება ექთნების შეუფასებელ როლს. ვამაყობთ და ვაფასებთ თითოეულ მათგანს იმ დაუღალავი შრომისთვის, რომელსაც ყოველდღიურად სწევენ პაციენტების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დაცვისთვის."