ღონისძიებები

ინოვაციური კვლევა პინეოს ახალშობილთა რეანიმაციის განყოფილებაში

01.01.2025

ინოვაციური კვლევა პინეოს ახალშობილთა რეანიმაციის განყოფილებაში (NICU)

პინეოს ნეონატოლოგის, ნათია კენჭაძის სადისერტაციო ნაშრომი შესრულებულია თემაზე:

"ახალშობილთა პაციენტების რისკის შეფასება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით"

საქართველოში პირველად შეიქმნა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პროგნოზირების მოდელი, რომელიც მხოლოდ რუტინული სისხლის ანალიზის მონაცემებზე დაყრდნობით, 97%-იანი სიზუსტით აფასებს ახალშობილის მდგომარეობას .

მოდელის შესაქმნელად ნათიამ გამოიყენა 82 ახალშობილის მონაცემები , რომლებიც 2023-2024 წლებში მკურნალობდნენ პინეოს პერინატალურ ცენტრში .

ხელოვნური ინტელექტის დანერგვა კლინიკურ პრაქტიკაში ახალშობილთა მოვლის პროცესში წარმოადგენს მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს -

ის ხელს უწყობს რისკის ქვეშ მყოფი პაციენტების დროულ იდენტიფიკაციას , ზრდის ადრეული ჩარევის შესაძლებლობას და საბოლოოდ ამცირებს გართულებებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლებს .

📊 კვლევა ნათლად აჩვენებს, თუ როგორ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს გაუმჯობესოს ახალშობილთა რეანიმაციის ხარისხი პრაქტიკაში.