ღონისძიებები

გასვლითი ღონისძიება გარდაბნის მუნიციპალიტეტში

02.10.2025

პინეოს

სამედიცინო ეკოსისტემის გუნდი,

ადგილობრივი მაცხოვრებლების ინიციატივით, სოფელ ქესალოს (გარდაბნის

მუნიციპალიტეტი) ეწვია და უფასო

სამედიცინო კონსულტაციები და კვლევები ჩაატარა რამდენიმე

მიმართულებით. ვიზიტის მთავარი მიზანი იყო

ადგილობრივი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გაეხადა პრევენციული და დიაგნოსტიკური

სერვისები.

ღონისძიებაში

მონაწილეობდნენ შემდეგი მიმართულებების სპეციალისტები:

უროლოგია - კონსტანტინე ფანცხავა

თერაპია

და კარდიოლოგია - ნინო

ფოცხვერაშვილი

ოფთალმოლოგია - ჯაბა ჩიჩუა, შოხრათ მამედოვა, ნანა ცერცვაძე

ენდოკრინოლოგია - მაია ქუფარაშვილი

აღსანიშნავია,

რომ ვიზიტმა ადგილობრივების მხრიდან დიდი დაინტერესება და მადლიერება გამოიწვია.

პაციენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზევე მიეღოთ კვალიფიციური რჩევები, ჩატარებინათ

პირველადი კვლევები და საჭიროების შემთხვევაში მიემართათ შემდგომი კონსულტაციისთვის.

პინეო

აგრძელებს აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში და მომავალშიც

გეგმავს მსგავსი ტიპის რეგიონულ ვიზიტებს.

ეკოსისტემის მთავარი პრიორიტეტია ჯანსაღი საზოგადოების შექმნა და მოსახლეობაზე

ზრუნვა.

ჯანმრთელობა - ჩვენი საერთო ღირებულებაა!