
მარიამ გელაშვილი
დერმატო-ვენეროლოგი
ახორციელებს კანისა და ვენეროლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკასა და მართვას.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, დერმატოვენეროლოგიის დიპლომისშემდგომი პროფესიული მომზადება გაიარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე მოქმედ კანისა და ვენერიულ სნეულებათა ს/კ ეროვნულ ცენტრში.
მისი პროფესიული საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია კლინიკური დერმატოლოგია, დერმატოპათოლოგია და სამედიცინო განათლება. დერმატომორფოლოგიის მიმართულებით პროფესიული გადამზადება გაიარა კატალონიის გენერალურ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში (ბარსელონა), ხოლო კანის ლიმფომების მიმართულებით - ბორდოს უნივერსიტეტში (საფრანგეთი).
ჩაბარებული აქვს ამერიკის შეერთებული შტატების სალიცენზიო გამოცდა და არის ევროპის დერმატოლოგიისა და ვენეროლოგიის აკადემიის ორგზის სტიპენდიანტი. აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში, როგორც მომხსენებელი და სამეცნიერო პოსტერების ავტორი.
კლინიკურ საქმიანობასთან ერთად, არის მოწვეული ლექტორი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტში, ევროპის უნივერსიტეტსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სადაც ქართულ და ინგლისურენოვან პროგრამებში ბოლო 5 წლის განმავლობაში აქტიურად ჩართულია სამედიცინო განათლების პროცესში.
განათლება
-
თბილისის სახელმწიფო
სამედიცინო უნივერსიტეტი
მედიცინის ფაკულტეტი - დიპლომირებული მედიკოსი
-
ივანე ჯავახიშვილის
სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
დერმატოვენეროლოგიის დიპლომისშემდგომი მომზადების პროგრამა

