გია აზმაიფარაშვილი

გია აზმაიფარაშვილი

ქირურგი

პროფესორი გია აზმაიფარაშვილი - მედიცინის დოქტორი , ზოგადი და ლაპაროსკოპიული ქირურგიის მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტი, რომელიც აერთიანებს კლინიკურ, აკადემიურ საქმიანობას.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი, რის შემდეგაც გაიარა ინტერნატურა და მიზნობრივი კლინიკური ორდინატურა ქირურგიაში.

1992 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: "არაქლოსტრიდიული ანაერობული პერიტონიტის კლინიკის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ზოგიერთი თავისებურება" და მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი , ხოლო 2002 წელს - დისერტაცია თემაზე: "მუცლის კედლის ღრუების კლინიკა, დიაგნოსტიკა და ქირურგიული მკურნალობის მეთოდების შერჩევა" , რითაც მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი .

პროფესორი გია აზმაიფარაშვილი ამჟამად მუშაობს პინეო სამედიცინო ეკოსისტემაში ქირურგად და ენდოსკოპისტად, ასევე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის ქირურგიის დეპარტამენტის ასოცირებულ პროფესორად .

გარდა ამისა, ის არის გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრის ქირურგი და ენდოსკოპისტი, ასევე თანამშრომლობს რამდენიმე წამყვან კლინიკასთან, მათ შორის დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრთან და ევექსის პოლიკლინიკასთან .

გია აზმაიფარაშვილს მიღებული აქვს უმაღლესი კატეგორია ქირურგიაში და ფლობს სახელმწიფო სერტიფიკატებს ზოგად ქირურგიაში, ლაპაროსკოპიულ ქირურგიაში, ქირურგიულ ონკოლოგიასა და ენდოსკოპიაში.

ის არის მრავალი სამეცნიერო საზოგადოების წევრი, მათ შორის:

International College of Surgeons (2006 წლიდან)

საქართველოს ქირურგთა ასოციაცია (2009 წლიდან)

საქართველოს ენდოსკოპისტთა ასოციაცია (2011 წლიდან)

საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაცია (2012 წლიდან)

აკადემიკოს გრ. მუხაძის სახელობის ქირურგთა სამეცნიერო საზოგადოება (2015 წლიდან)

გია აზმაიფარაშვილი რეგულარულად მონაწილეობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კონგრესებსა და სამეცნიერო კონფერენციებში.

ავტორია 94 ნაშრომის , მათ შორის 1 მონოგრაფიის , 4 გამოგონების , 4 სასარგებლო მოდელის და 5 რაციონალიზატორული წინადადების.