ვიქტორ ლომაძე

ვიქტორ ლომაძე

ნეიროქირურგი

ვიქტორ ლომაძე - ნეიროქირურგი, ასოცირებული პროფესორი

ვიქტორ ლომაძემ 2005-2011 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტზე, სადაც მიიღო სამკურნალო საქმის დიპლომი.

2013-2015 წლებში პ. ლ. შუპიკის სახელობის დიპლომისშემდგომი განათლების ეროვნულ სამედიცინო აკადემიაში გაიარა კლინიკური ორდინატურა ნეიროქირურგიის სპეციალობით, ხოლო 2015-2018 წლებში სწავლა გააგრძელა აკადემიკოს ა. პ. რომოდანოვის სახელობის ნეიროქირურგიის ინსტიტუტის ასპირანტურაში, იმავე სპეციალობით.

2019 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: "ლევოდოპა-ინდუცირებული მოძრაობის დარღვევების დიფერენცირებული ქირურგიული მკურნალობა პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტებში."

პროფესიული კარიერა 2018 წელს დაიწყო კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც დღემდე მუშაობს ნეიროქირურგად. 2020 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი ნეიროქირურგიის მიმართულებით. 2020-2023 წლებში მუშაობდა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში ასისტენტ-პროფესორად, ხოლო 2023 წლიდან გახლავთ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

მან გაიარა კვალიფიკაციის ამაღლების კურსები მსოფლიოს წამყვან კლინიკებსა და სამეცნიერო ინსტიტუტებში.

ვიქტორ ლომაძე არის საქართველოს ნეიროქირურგთა ასოციაციის გამგეობის წევრი, ევროპის სტერეოტაქტიკური და ფუნქციონალური ნეიროქირურგიის ასოციაციის წევრი, ასევე პარკინსონის დაავადებისა და მოძრაობათა დარღვევების მსოფლიო საზოგადოების წევრი.

მისი კლინიკური საქმიანობა მოიცავს ხერხემლის დეგენერაციული და ონკოლოგიური დაავადებების, წელის ტკივილის, მალთაშუა დისკის თიაქრისა და ხერხემლის არამდგრადობის მართვას, თავის ტვინის სისხლძარღვოვანი, ონკოლოგიური და თანდაყოლილი პათოლოგიების მკურნალობას, ასევე მოძრაობათა დარღვევების ქირურგიულ მკურნალობას.