
მერაბ ჯანელიძე
პროფესორი, ონკოქირურგი, ბარიატრიული და მეტაბოლური ქირურგი
პროფესორი, ონკო-ქირურგი, ბარიატრიული და მეტაბოლური ქირურგი
დაიბადა ქ. სამტრედიაში, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 2024 წლიდან ხელმძღვანელობს კლინიკა "პინეოს" ბარიატრიულ და მეტაბოლურ დეპარტამენტს.
მისი პროფესიული გამოცდილება იწყება 1989 წელს, როდესაც თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში გაიარა კლინიკური ორდინატურა ქირურგიის მიმართულებით. 1993 წელს მუშაობდა ქუთაისის რეგიონალურ ონკოდისპანსერში, სადაც საქმიანობდა ზოგადი ონკოლოგიის სფეროში, ხოლო იმავე წელს გადაიყვანეს ქუთაისის რეგიონალურ დედათა და ბავშვთა ცენტრში, ბავშვთა ქირურგის პოზიციაზე.
1995-1998 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიაში, ტოპოგრაფიული ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის კათედრაში, სადაც იცავდა საკანდიდატო დისერტაციას თემაზე "ღვიძლის მიკროფრაგმენტების ტრანსპლანტაცია ბიოკონტეინერში ღვიძლის მწვავე უკმარისობის მკურნალობის მიზნით". პროფესიული განვითარება გაგრძელდა საფრანგეთში, ელზასის ტრანსპლანტაციის ეროვნულ ცენტრში, და საბერძნეთში, ათენის ნაციონალურ ონკოცენტრში.
2000 წელს მუშაობდა იმერეთის სამხარეო კლინიკურ საავადმყოფოში ურო-პროქტოლოგიურ განყოფილებაში, ხოლო 2005 წელს თბილისის აკ. ვ. ღამიჩავას სახელობის ონკოცენტრში მუცლის ღრუს ონკოქირურგიის მიმართულებით. 2009-2010 წლებში გაიარა ექოსკოპიის კურსი გულმკერდისა და მუცლის ღრუს ორგანოების მიმართულებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ხოლო 2010 წელს გერმანიაში, მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკაში გაიარა ლაპარასკოპიული ქირურგიის კურსი. იმავე წელს პროფესიული რეაბილიტაცია განახორციელა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კოლო-პროქტოლოგიის კათედრაში. 2012-2013 წლებში გაიარა 6-თვიანი სასწავლო კურსი თორაკალური ქირურგიის მიმართულებით, ხოლო 2015 წელს ბელორუსის მინსკის ტრანსპლანტაციის ცენტრში გაიარა კურსი ჰეპატოპანკრეობილიარული ქირურგიისა და ტრანსპლანტაციის სფეროში.
მერაბ ჯანელიძე მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი გახდა 1998 წელს. სამუშაო გამოცდილება მოიცავს მუშაობას თბილისის მე-9 კლინიკურ საავადმყოფოში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო სამსახურში, სამტრედიის რკინიგზის საავადმყოფოში, სამტრედიის რაიონის ცენტრალურ საავადმყოფოში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ტოპოგრაფიული ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის კათედრაში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში კლინიკური ანატომიის მიმართულებით, აკ. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ჯეოჰოსპიტალში სამტრედიის სამედიცინო ცენტრში, შპს ბავშვთა ახალ კლინიკაში, შპს "თქვენი კლინიკა"-ში, შპს მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრში, წმ. იოანე მოწყალის პრივატ კლინიკაში და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში ტრანსპლანტაციის მიმართულების კურატორად. 2016 წლიდან არის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი.
მისი პროფესიული მოღვაწეობა გამოხატულია მაღალ კვალიფიკაციაში, მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების დაგროვებაში და საერთაშორისო სასწავლო და პრაქტიკული კურსების გავლაში, რაც განაპირობებს თანამედროვე ქირურგიის, ბარიატრიული, მეტაბოლური და ტრანსპლანტაციის მიმართულებების მაღალი ხარისხის მართვას.

